მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა, ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი, ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...
მეც მაქვს ჩემი ხერხი, უცნაური სვლები, ეს სახლები ახლა თავის აივნებით, ანკესს გამოვაბი როგორც ტივტივები...
და მადლობის ნიშნად ცისკენ ვიწვდი ხელებს, მტკვრის ჩქერებში გაშლის მზეც სულ მალე ბადეს და თბილისთან ერთად ფეხებს დაისველებს...
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი, ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით... |
პოეზიის გვერდი • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |