მე ვფიქრობ ლექსი არ გვქონია დღემდე ტფილისზე, ეგ შეიძლება იყოს კიდევ სხვა რამის ბრალი, მაგრამ დღეს იგი გაშხვართულა მტკვარის მკლავებზე წევს, იშმუშნება, როგორც ვნებით დამთვრალი ქალი.
გულ-მხურვალებით არე-მარეს თითქო იხუტებს - და იქ, სადაც მას კალაპოტი ბოჭავს კლდეებით აქაფებული ენერგიის ხალისით უტევს.
აქეთ დიდუბე, ჩუღურეთი, ნაძალადევი, მტკვარი რომ მორბის გაბედული კაი ბიჭივით ფრთა შეკეცილი ტალღების მტვრევით?!
აქ რომ ანთია ცეცხლი უხვი აელვარებით, - და ქალაქს თავზე, რომ ადგია ჯიღა რკინისა ხან სიჩუმის და ხან მღელვარების.
და ზღვა ხალხისა აიშლება ტალღების მტვრევით, აქ ჯერ სჩანს მხოლოდ გამურული სახე და პირი მოღლილ-მოქანცულ სხეულის თრევით;
მშფოთვარ ქალაქზე გულმხურვალე სხივების მცვენი, მაშინ მე ვხედავ სხვა სახეებს დამშვენებულებს "ოდეკალონის" საამო წვენით.
ღვინო დამისხით, ჯეელებო, დამისხით ღვინო, ცეკვავს მასხრულად და ფეხებზე კიდია ყველა, თავისი თავიც, ოხრობს და ლხინობს, -
დაჯერებული და შემქმნელი დღევანდელ დღისა უცქერს პირქუშად ცხოვრების ამ საბრალო ნარჩენს და მუშტს უღერებს ინდუსტრიისა.
და სად დაუკლავთ სამასამდე ნიკორა ხარი, ქვევით კი მცხეთა ივერილეთ ძველი სატახტო დგას დინამიტით გადანათხარი.
თითქოს ეს არის დასაკლავად მიჰყავთ ყასაბებს და შიგ ქვიტკირით დაჯავშნული საძირეები ახალ კაცს აძლევს თავის გასაღებს.
ჰღვრის მომავლისთვის მღვრიე ღვარებით, ჩემი გრძნობები ზედ დასტრიალებს და რაც ღონე მაქვს, მეც ვეხმარები.
ამ ჩემ პატარა მშრომელი მხარის, როცა გაივლის ამ ადგილს მგზავრად, იყოს თუნდ იგი აღვსილი ჯავრით -
თუნდაც კაეშნის ცეცხლით მწუხარე, როგორ იქნება არ აღფრთოვანდეს, გულსაც, რომ სისხლის ღვართქაფი ჰბანდეს.
თავისი გულის წადილისამებრ! როგორ იქნება არ გაუხარდეს წამს დაჰყრის მღვრიე წარსულზე დარდებს.
ერთხელაც ნატვრით გაჰხედავს მინდვრებს და ნამდვილ მტკიცე მშობელის მსგავსად, იგი მომავალს მიუშვერს მკლავსაც.
მას მედიდურდ გადმოჰყურებს ძველი ისანი; ქარი კი ტირის ბრმა აშუღის საზანდარივით თითქოს თვალებზე ცრემლი სცვივა ოქრო ისანი.
სხედან და სვამენ, თითქოს ჭიქა სავსეა ღვინით, დახლში კი ცოდვად მობუზული ზის მეჩაიხნე წვერ შეღებილი ბასმით და ინით.
რომელი ცოლი გღალატობს და ბილწავს სარეცელს, თუ სულ სხვა არის შენი სევდა გულისაკლავი და დამწვარ გულის სასალმუნო ფიქრებს დაეძებ.
და გულის ჯავრით არის ალბათ რომ სწევ ყალიონს, მოსწიე ბლომად, იქნებ არგოს გულის იარას მოდი და ერთი ამ დღისათვის ჩაიც დავლიოთ.
რომლის კალთებში განისვენებს ჩვენი ილია, აქ ცა-ლაჟვარდი სულ ყოველდღე მოწმენდილია უანგარესი სიხარულის აელვარებით.
რაღაც აწუხებს, უნდა ეხლაც კიდევ სთქვას რამე, და გრიბოედოვს, ამ რუსეთის გიჟმაჟ გენიას "ვაი ჭკუისგან" არ ასვენებს დღეცა და ღამეც.
და გადმოჰყურებს ვით ყაჩაღი ფრიალო მტკვარზე, უწინ ბესიკი იჯდა აქ და შეყვარებული მღეროდა ლექსებს ორთაჭალის ზურნების ხმაზე.
ეგ საქართველოს მძლე აშუღი დაუღალავი, მღეროდა გულით, სწერდა გულით, ტანჯვაც გულითვე იცოდა როგორც პოეტებში დღემდე არავინ.
აზიაც არის აქ და ევროპაც; ზოგან სიფხიზლე, მაგრამ მაინც გვჭარბობს სიმძიმით აღმოსავლური დაუდევრობა.
და ზედ დამღერის ვიღაც ჯეელი, მეორე მხრით მას, თითქოს აჯავრებს მწუხარე კვნესით ვიოლონჩელი.
ძმა აფსონებში ნაპურღვინევი - თავის არიფებს ძმად ეფიცება ღრეჭით, კოცნით და დედის გინებით -
რომლის შეძახილს კლდე დაუცია გუგუნებს მტკიცედ და შორს გაისმის, ძახილი: ვაშა რევოლუციას. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |