კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:40

 

 

 

ცა უწმინდესი თავზე დაგნათის

და ლამაზი ხარ, როგორც ოცნება...

შენ სხვა ხიბლი გაქვს და ანდამატი,

მიტომ გიმღერეს დიდმა მგოსნებმა.


შენ გიგალობდნენ ტკბილად აშუღნი,

ხოტბას გასხამდნენ იეთიმ გურჯები,

მათი სულების ამონაშუქით

განათებულან შენი ქუჩები.


შენში ღვთიური შუქი ელვარებს

და მზე გიკოცნის კალთას მადლიანს

აქ რა გამოლევს ბაგემღიმარეს,

ბაგეტკბილსა და ბაგეთაფლიანს.


ვარდ-ყვავილების აგდის სურნელი

და მზისკენ იწევ ციურ კამარით,

ხარ თვალწარმტაცი და მომნუსხველი,

როგორც რუსთველის ლექსის ჯავარი.


გაქვს მოყვასისკენ გული გაწვდილი

და სიყვარულით ყველას გვაპურებ...

შენ, ქართვლის დედის გლოცავს მანდილი

და გორგასალის მზერა დაგყურებს.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ