ახლა თბილისში ისე მაგრად თოვს, მთაწმინდა მოგავს ზღვაში სეინერს, თოვლი დამალავს მალე მადათოვს და რუსთაველზე გაისეირნებს.
(რამ დამასიზმრა წუხელ მორისი?!), თოვლი მოვიდა საესენინო, ისეთი, რიაზანმა რომ იცის.
მთებში - მტკვარი და მტკვარში - ნავები, სკვერში პუშკინის ძეგლთან გავივლი და გენიოსებს ვეგუნდავები.
ცაში ფანტელმა შეკრა ირაო, ერთად ავტეხოთ აურზაური და "ინტურისტი" ავაყირაოთ.
როცა აქ არის გოგი ცაბაძე, მისი მუსიკის ჰანგი მაღალი ანათებს ჩვენი სულის დარბაზებს.
რომელმაც ცაში შეკრა ირაო, ფანტელმაც იცის, დღეს რუსთაველზე ილიამ უნდა ჩამოიაროს.
მთაწმინდა მოგავს ზღვაში სეინერს, თოვლი დამალავს მალე მადათოვს და რუსთაველზე გაისეირნებს. |