აქ ყველა ბიჭი საზანდრობს, ყველა ჰკვეხს წინაპარითა; გულამოჭრილი საზამთრო შემოგანათებს პარვითა.
ტაბაკზედ - ალიბუხარი და ბურში ორთქლავს ხოხობი აქ ჩახარშული მდუღარით.
აკლდამებიდან გუგუნი, მთაწმინდის ცეცხლით გაღიმდა გარემო გადაბუგული.
მტკვარი ნაპრალში გდებული; დგას ხეტეველთა ქალაქი - ზურგზედ კლდე მოკიდებული...
ლამაზ ქალისთვის მეყიდნა, დაჭრილ ხევსურის თავივით მთვარე მთებს გადმოეყვინთა.
ვარსკვლავის სხივზე თბებოდა, ცილა, დაღვრილი ვარსკვლავთა, ქაშუეთს ეწებებოდა.
სადაც რეჰანი ეთესა, მე გავიგონე, მოჰვარდა ქვა ნარიყალის კედელსა.
თემური კალოს ლეწავდა, იტეხებოდა ტკივილით ძვალი, ქცეული ლერწადა.
ყაბახის მობურთალები: მათ საყურებლად დაგროვდნენ ცისფერთვალება ქალები.
ხმა ხაბარდიან ტაშისა, იადონს გაეშაირა მღერალი ყიზილბაშისა.
როგორ ყიოდა მეტივე: - თბილისისაკენ დავეშვი, ვეღარ კი შემოვეტივე!
რაც აღარ ეყურებოდა, აჩრდილთა ხროვა მზარავი ყორეზე დაეყრებოდა.
მთვარის ნამქრალი ზოლითა, და ძველი მიწა კვნესოდა: სისხლით, ცრემლით და ბოლითა,
წყვდიადი ყორნის ჯიშისა, მამლების ტაში ითხოვდა მზეს - ქვეყნის სარაჯიშვილსა.
რძე მოჟონავდა ძუძუდან; დაჩნდა სინათლე ლალივით, კალმახის წითელ ხალივით...
ღამის ღვარები მილამა, წყალში გამოჩნდა მეთევზე, ბრწყინვა დაიწყო დილამა.
და ნაოთხალი მთვარისა, და თავს ქაშუეთს აკლავდა ხმა მომტირალი თარისა.
და ვარდსაც წინანდალისა, და იმ გულს აღარ ესმოდა, ვინც ეს ხმა წინათ ალესა.
აივნებს ჩუქურთმიანთა, შეეფრქვა ტივებს და თაბახს და ისევ კუბოს მიადგა.
საფლავის ნამტვერალადა, მხოლოდ მეთარეს კრუნჩხავდა ძველ სიყვარულის ბალადა.
კარები არსად გაიღო - დამტაშებელი ტაშები საფლავში გამომპალიყო...
თითქოს აენთოთ ხონჩები, შემოჰხვეოდა დილის მზე ყვითელი ოქროს ფოჩებით.
ნინევია და ბაღდადი, არც მტრის დარტყმული ტორები, სისხლის ცრემლების ღაღადი.
მოძალე სამარყანელი; დიოდა მტკვარი ხმატკბილად, გაღმა ჰყვაოდა ყანები.
გული კლდით ჰქონდა გებული, მოსჭექდა ხალხის მორევი შრომისთვის გარიგებული.
გუგუნით ყალხზე დგებოდა: ხმა ერთი ძალით შეკრული ეხოებს ეხეთქებოდა.
ამ დიდ ხმებს გადაეყვანა! წარსულის ნამსხვრევ-ნალეწი თბილისის მთებზე ეყარა.
ლოდებს, რომ აჩნდათ ჭრილობა, - თბილისს გაჰქონდა მცხეთამდე თავისი მხარგაშლილობა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |