კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 19:57

 

 

 

ჩანს დღეა თბილი,

თანაც ქარია.

დავყურებ თბილისს

და მიხარია.


და მზიან ამინდს

შვენის წუთები.

მოვა სხვა წამი

და შევწუხდები.


მზე სხივებს გაშლის,

როგორც კრებული.

ვარ ისევ ქარში

გაჩერებული.


და ვნანობ გვიან,

დღეა ანთების

და მზეში კრთიან

შორს გუმბათები.


ირევა ფიქრი,

ცა გაშლილია.

და ბაღის იქით

მთების ჩრდილია.


უფრო ვარ ასე,

გზა მიდის სწორედ.

გული ქარისკენ

გადავისროლე.


ჩანს, დღეა თბილი,

თანაც ქარია.

დავყურებ თბილისს

და მიხარია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტერენტი გრანელი  • • •   ტერენტი გრანელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ