კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:44

 

 

 

როდესაც ქარი აქ ჟინს იოკებს,

მყის სანაპიროს გადაიწივლებს -

ქორული ქროლვით დააწიოკებს

ფრთაყვითელ ფოთლებს - 

ოქროს წიწილებს.


შემდეგ ეწვევა რუსთველის გამზირს -

მას ერთ ადგილას არ უყვარს დგომა -

ააჭრიალებს ჭადრებს

ცადაჭრილთ,

რომ ყველას ამცნოს ბუნების კვდომა.


და ისევ იმ ხმით,

ისევ იმავ გზით

წავა,

გაჰყვება მჭკნარ შემოდგომას.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ