ბორანი რომ მტკვარზე იდგა, ის თბილისი მიყვარდა, თითქოს ახლაც თვალწინ მიდგა, აფსუს, დრო-ჟამს მიბარდა.
ნატვრა იყო მარადი, როგორც ყველა თბილისელთა, სავიზიტო ბარათი.
მთლად არ გადამიწურავს, თბილისელად იმას ვეტყვი, მტკვარს ვინც გადამიცურავს.
ის თბილისი მერჩია, ვინც საბორნე მტკვრით ლაღობდა, მსურდა გამომერჩია.
ისე გადაირია, ვერ გაიგებ, ვინ სად არის, ვინ სად გადაირია.
ახპერ”, კაცო კაცურო, თუ ხარ ნაღდი თბილისელი, მტკვარი უნდა გაცურო.
მტკვრიდან მასზე აძრომა, გადმოხტომა ბორანიდან და ბორნის ქვეშ გაძრომა.
სადღა არის ბორანი, „პლეხანოვის” სხვა ბიჭები, მტკვარით ნაამბორალი.
არ ჩამიქრა შუქური, განა ტალღებს გავატანე, ტრფობა სიჭაბუკური.
წლობით გულში ნადები, ჩვენი ძველი სიყვარული, ჩვენი სერენადები.
ძვირად შესახედავი, ჩემი სიყრმე, ჩემი მტკვარი, რას ბუტბუტებს ნეტავი. |