ჩემო ციცინათელავ, ჩემო თბილის ქალაქო, ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემო მტკვარო, არაგვო...
ჩემო თერგო, ენგურო, დაგებედოს მშვიდობა, სიყვარული გერგუნოს...
ქარვისფერი თავთავი, ქალწულებიც ბევრი გყავს, ვაჟნიც ცოლშესართავი...
ზურმუხტები კიდია, ჩემო ცისფერთვალებავ, ჩემო ვაჟას მინდიავ...
ყელსაბამო ლალისავ, გამჭვირვალე ფირუზო, ზღვისფერ, ზღვისფერ თვალისავ...
ჩემო ერთავ, რჩეულო, შენი ნიჭით, უნარით, სხვისგან გამორჩეულო...
ჩემო ენავ, მანდილო, განათლების აკვანო, შენ ჩემო ავთანდილო...
ჩემო ნაწნავიანო, ჩემო ნახევარმთვარევ, ჩემო მთვარევ მთლიანო...
ჩემო დედავ, მშობელო, ჩემო ჯვარო, სანთელო, შენ ჩემო ღვთისმშობელო...
ჩემო რწმენავ, იმედო, მინდა ჩემი სიტყვებით შევძლო, დაგაიმედო...
რადგან შენ ხარ ტაძარი, შენზე უფრო ძვირფასი არაფერი არ არი...
შენთან თავისუფალი, შენ ხარ ჩემი სამშობლო, შენ ხარ ჩემი უფალი...
ჩემო თბილის ქალაქო, ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემო მტკვარო, არაგვო...
ჩემო თერგო, ენგურო, დაგებედოს მშვიდობა, სიყვარული გერგუნოს... |