დღეს მიკვირს, ისე როგორ გადავრჩი, რომ ოდნავადაც კი არ დავსველდი ისეთ ქუხილში, ისეთ ავდარში მე - ამ დროების მეათასედი.
სამაგალითოდ შენაქუჩების. მე მოვიარე საავდრო ნისლში დედაქალაქის ყველა ქუჩები.
გავხსენ რუსთველის ქუჩის ურდული, დაიგრუხუნა თბილისის ირგვლივ და წამოვიდა წვიმა შურდულით.
ქუჩები, ბევრჯერ გადანათელი, მარტო გამზირზე არ წვიმდა მაშინ და მარტო გამზირს ადგა ნათელი.
მეტ გახელებით და გამძაფრებით. და გამზირიდან ღრუბლიან ცისკენ გაჩნდნენ ქარის და წვიმის ძაფები.
ჩემს მშობელ ქუჩას თავს ვევლებოდი. ბოლოს საფარი რომ არ მენახა, შესაბრალისად დავსველდებოდი.
ავდართან გმირულ ბრძოლებით დაღლილს არსად რომ თავი არ დამეხარა: გადამეფარა ქაშვეთის თაღი, გადამეფარა და დამეხმარა.
ცას გაუშავა ნაზი ღაწვები, და მე ვხედავდი, წელში გამტყდარი, როგორ წვებოდნენ ქარში ნაძვები.
ქალაქს გავძახე ლექსი ქართული, და რაწამს ყალყზე ამდგარმა ქარმა მოინახულა ჩემი სართული, -
შეუჩერებლივ ავფრინდი ცამდე, მერე ავენთე, ვით ნაკვერჩხალი, და ნარიყალას კედელთან დავდექ.
მარადისობით გადანისლული, აქ, ნარიყალას ხავსიან კართან, დაეცა ჩემი ამაყი სული.
ქუჩები ბევრჯერ გადანათელი… მარტო ჩემს ირგვლივ არ წვიმდა მაშინ, მარტო ჩემს ირგვლივ იდგა ნათელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |