შენი გულის ძგერა მესმის, მთაწმინდაზე შენთან ერთად ვმაღლდები, ვიცი რაზე ჩურჩულებენ შენი თბილი სახლები.
შენი ედემ-ბაღები, შენ ისეთი ლამაზი ხარ ავ თვალს არ ენახვები.
შენმა დარმაც იდარა შენ იხარე ოღონდაც მე სულ არა მინდა რა...
ისიც ვიცი რა ქარ-ცეცხლში გივლია, ისიც ვიცი ჯვარზე გაკრულს რომ არ დაგიჩივლია.
თამარი და ილია, შენით ცოცხლობს ყველა ვინც კი შენი გამოზრდილია.
მუმლი მუხას ვხედავ რომ ვერ ერევა კარგად ვიცი მეგობარი, გვერდით რომ არ გელევა.
და გალობით გაფხიზლებს ფეხზე დგება საქართველო, შენი გულის ძახილზე
შენმა დარმაც იდარა შენ იხარე ოღონდაც მე სულ არა მინდა რა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |