მე სასიცოცხლოდ შენი თბილი გული მაქეზებს, შენი მთაწმინდა ცას უყვება ღვთაებრივ ზღაპარს... სად არის სხვაგან საფლავები ამ სიმაღლეზე და უკვდავება ასე ძნელი სად არის სხვაგან?!
როცა მოვკვდები, შენს მიწაში ჩავიძირები, შენ თოკებივით მომაშველე ფესვები ხეთა, ამომიყვანე, ამასუნთქე არ დაძინებით!..
ძალას და ღონეს შემიმატე გამზრდელი მიწის... ჩააზნექინე პატარა და უძეგლო ბორცვი დაცვენილ ფოთლებს, თოვლის ფიფქების, ყვავილთა სიცილს!
შენი მთაწმინდა ცას უყვება ღვთაებრივ ზღაპარს... სად არის სხვაგან საფლავები ამ სიმაღლეზე და უკვდავება ასე ძნელი სად არის სხვაგან?! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |