მე თბილისელი ბიჭი ვარ, ყადრიანი და გამგები, თუ აჩრდილივით არ მდიე, ქუჩებში დაგეკარგები.
ჩემი ხმა ვარსკვლავს მისწვდება, თუ დროზე არ ამაკვნესე, სიმღერა დამავიწყდება.
მზე მკოცნის, მთვარე მარიგებს, თუ დროზე არ ამიტაცებ, მოვა და ქარი წამიღებს.
და შენთან ერთად ვსველდები, თუ დროზე არ დამაგუბე, წავალ, მტკვარს შევუერთდები.
ლექსი ვარ გულის ნადები, თუ დროზე არ შემიყვარე, სხვა ვინმეს შევუყვარდები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ დუმბაძის პოეზია |