რა კარგი დღეა, დღე თბილისური, შემოდგომური, ეშხით დამტკბარი, მზე გადახრამდის არის მისული, არ იძვრის ქარი, არ შხუის მტკვარი.
ასე თბილი და ასე კეთილი, დიდხანს გაჩერდეს უღრუბლო ცაზე და სიყვარულით უმზიროს თბილისს.
აგვისტოს დამწველ თაკარას ნანობს, იცის, რომ მალე, სულ მალე ჩავა, იღიმება და ჩასვლას გვიანობს.
ვისაც ამ წუთის ეშხი უგრძვნია, ვისაც თბილისში უერთმანეთოდ ამ მშვენიერ დღეს ვერ გაუძლია.
და ჭაბუკური გულით იწოდე. მას უმღეროდე, ლექსებს უწერდე, ის კითხულობდეს და... არ იცოდეს...
სულ ახლოს გყავდეს, მყუდროში მის გულს ეფიცხებოდე, მისჩერებოდე, გწვავდეს, გიყვარდეს, ისიც სიყვარულს გეფიცებოდეს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |