ჩემო თბილისო, მიყვარს შენი ქოთქოთა ბინდი, შენი მთაწმინდა, ეგ ყურყუტა ჭმუნვი დღეობა. როგორღა ღვივის შენი ზეცის ლურჯი მინდორი, როგორ ქათქათებს შენი დიდი მოსახლეობა.
ხან ჭორფლიანი რიჟრაჟების ბოყვი ხითხითი, ხრიოკი მთები მოდებული, როგორც ჭერეხი, და ჭარბ ფერებით ალეწილი გვალვების ხვიტქი.
ამ ფერად წყლებით გორგასლანი სამოთხეს რწყავდა, ქვვეყნიერებას შენი ჩანგით რომ მოუთხრობდი, ქართლოსის ტომებს ზოგჯერ ბედი როგორ სწყალობდათ.
მინდა როგორმე რომ ლოთობით გავისაძლისო, ტვინი შემერყეს, თან ლოყებზე დავიწყო ჩქმეტა, და ღრეჭით დიდხანს გარს გირბინო, ჩემო თბილისო!
და ზენაქარმა სიმღერები აურაცხელი, ჩემო თბილისო, მუხლმორთხმული სიონს გაიცებ, ბინად მომეცი შენი ბინა და საწნახელი.
ვინ გიწყალობა ეს სიუხვე ხელებგაშლილი. შენთან მღეროდა ბედნიერი ვაჟა ფშაველა, შენში დარდობდა შენი ტარო ბარათაშვილი.
თან აქლემების ქარავანი იდგა გირაოდ, სადღაც... მღვიმეში დაღმუოდა ბედს მთაწმინდელი: ,,და... უფროისად მარტოს ღამე მიწერიაო”!
მზეთუნახავი ბროლის კოშკში მესხდნენ ხიზნებად, წყეულიც იყვეს სამუდამოდ ამ ქვეყანაზე, თბილისო ჩემო, შენს შუქს იქით გამოფხიზლება.
ეგ მიწის ხაო, საოცარი ჯანღების ბური, ღამის აკვანში გრილ ნიავის თითო ფაჩუნი, ად ვერის ხიდთან ქარის სტვენა მამაპაპური.
იქნებ თაკილობს, ნარიყალა რომ ემუდრება? დიდხანს შერჩებათ ნაცარივით ქართლის ხეხილებს, რაც მაჰმადიანებმა დაგვატეხეს უბედურება.
ჩემი ცხოვრებაც კი არ ვიცი, როგორ იწყება... დიდება იმას! იმ განგებას მრავალჟამიერ, ვინც დასაბამის სამრეკლოსთან ძუძუ გაწოვა.
მინდა სულ შენთან, შენს ცქერაში ამომძვრეს სული, არსად არ წავალ, თუ გინდ მიწა შემომაყარონ, თუ გინდ დავბრმავდე ვიცი, მაინც გიპოვნის გული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |