თითქო კვდებოდა თბილისის ღამე, სარაჯიშვილის ხმებით სტიროდა, თარს ამოჰქონდა გულის ბალღამი მტკვარის მარცხენა სანაპიროდან.
ფიჭვის შეკრული თეთრი გედებით, და უეცარი ძველი მოტივი ინაცრებოდა სხვა იმედებით.
მე ვარ ტიტველი მთა შავნაბადა, მაგრამ გული რომ მაინც მომტირის, თითქო ჩააგდეს ცეცხლის საკირეს...
მეც მინდა ძველი ქვეყნის დალეწვა. თაფლის ფრთა ჰქონდა მაშინაც იკარს და გული ფრთაზე მალე დაეწვა.
ტფილისის რძიან ბალახის დილას. მე მეხარბება მართლა მესტვირე არსენას ლექსით რომ გამოზრდილა.
ვტირი შეკრული ფიჭვის გედებით. არ შევჩერდები მე ამ მოტივზე, მე თვითონ ვცხოვრობ ამ იმედებით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |