თბილისო, მე რომ შენთან მოვედი, სიყვარულივით ვიდექ მდუმარი, მეც უნდა ვიყო შენი პოეტი, მე არ ვიქნები შენი სტუმარი.
რომ უშენობა მჭირდა ასწლობით, შვილი მშობელთან ვეღარ მოვიდა, ვეღარ იცნობდა ნაცნობს ნაცნობი.
ხიხანის ციხედ ვიყავ ქცეული და შენი სიტყვის გადასარჩენად ილეწებოდა ჩემი სხეული.
ჭოროხს მეწამულ ფერში უვლია, საქართველოში ალბათ კალმახი მიტომ სისხლისფრად დაწინწკლულია.
ტკივილიც ვიცი, დარდის მოთმენაც, მე ჭოროხგაღმა ორი სოფელი დამრჩა ნახევარ ქართლისოდენა.
და შენი წიგნი ხელში ეჭირა. მე შენი მტკვარის ერთი ზვირთი ვარ, მე შენი მიწის ერთი კენჭი ვარ.
და შენი ზეცის ერთი მერცხალი, მე საქართველოს დიდი სიმღერა მკერდში ჩავინთე ვით ნაკვერცხალი.
სიყვარულივით ვიდექ მდუმარი, შენი შვილი ვარ, შენი პოეტი, მე არ ვიქნები შენი სტუმარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |