თბილისის ყველა გზა და ბილიკი ხალხით სავსეა ზაფხულ-ზამთარი. დედის გულსა ჰგავს ჩვენი თბილისი, დედის გულივით ალალ-მართალი.
ლიანდაგები, კარგი დარია თუ ავდარია, როგორც გულისკენ სისხლის ძარღვები, თბილისისაკენ მოიჩქარიან.
მზრუნველი მშობლის, გრძნობს თვისთა შვილთა წუხილს და ლხენას, გრძნობს საქართველოს ქალაქის, სოფლის პირველ სიხარულს და აღმაფრენას.
როდესაც შირაქში ბეღლებს უხვი მოსავლით მკერდი ევსებათ. ის გუთნისდედას თუ ღამის მეხრეს შორიდან ტკბილად ეალერსება.
მებრძოლი საზღვრებს მიუვალ მთებში, სამშობლოს კართან, როგორ დააბერტყს ნარინჯის ბაღებს ცა ვარსკვლავებით ავსებულ კალთას.
მზეში რომ ბრწყინავს, მტერი ოქროს ვერძს ვეღარ მოსტაცებს. მზით დაოქროვილ შავი ზღვის პირად აქებს, ამხნევებს შრომის ოსტატებს.
ბაღჩა-ბაღებით, კარგი დარია თუ ავდარია, როგორც გულისკენ სისხლის ძარღვები, გზები თბილისში მოიჩქარიან.
მოიმღერიან, ყველა ბილიკით თბილისს ერთვიან... თუმც ქალაქები ბევრზე ბევრია, დედათბილისი ერთადერთია.
მისი ჩრდილიც კი, აი, ასეთი ტკბილი რად არის. დედის გულსა ჰგავს ჩვენი თბილისი, დედის გულივით ალალ-მართალი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |