კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 აპრილი 2025 01:36

 

 

 

მკერდზე გაყრია მთვარის სადაფი

და შენი ფესვით ჩათხრილ სარდაფში

დენთის კასრივით დევს ჩემი გული

და იმ გულს ერთგულ ძაღლივით უვლის:

ოცნება, შიში, რწმენა და ფიქრი...

რადგან შენს ხელში გამთბარი ჭიქით

მათაც შეუსვამთ, ნექტარის მსგავსი,

ღვინო თუ შხამი... და იმის ფასი

არ ეგულებათ აღარაფერი,

გულს კი, დუმილის ნესტით გაბერილს,

ვეღარ ითავსებს ჩემი სხეული,

შენს გამო ათას ჩრდილად ქცეული,

ათას სარკმელად გამოღებული,

ათას უბორბლო ეტლში შებმული,

დაკორძებული ათასი კოპით

და მაინც სავსე იმ დიდი გრძნობით,

რომელსაც ვერ კლავს ყულფი და ტყვია,

რომელსაც შენთვის სიცოცხლე ჰქვია,

რადგან ჩამთვალე შენ ამის ღირსად,

რადგან ტოტი ვარ მეც შენი ხისა,

რადგან კირი ვარ შენი კედლისა

და სისხლიც, იმ კირს რომ ჩაეგლისა,

და ახლაც ყველა შენი უბანი,

ვით წყალი ძალით დანაგუბარი,

მე მეხეთქება და არა ჯებირს,

მისი ფერადი და მწარე შხეფი

მე მცემს სახეში...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ