მინდა ავვარდე მამადავითზე, იქ აირჩიე, სულო ბინა შენ; მინდა უეცრად მუხლზე დავეცე ჩემი თბილისის და მზის წინაშე.
შენ სიხარული მზისგან ფერილი, თავზე გადგია, როგორც კანკელი, ცა მოელვარე და აჟღერილი.
გზას ახარებენ აჭრიალებით; მტკვარს მოჰყვებიან ფიჭვის ტივები, ვით მოცურავე თეთრი ქალები.
კვირა დღეებით შენი ქუჩები, და იცვლებიან ოხშივარებად შენს გარეშემო მთები თუჯების.
ლექსები, როგორც სისხლის წვეთები... მილიონ ხმებით სავსე ქალაქო, დიდი სატახტო ხარ პოეტების. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |