კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:22

 

 

 

მე არა ერთხელ გამიგონია

ნატვრა მიწაზე, -

სულ ერთ მტკაველზე:

- ახლა თბილისში გამარონია

და მერე მომკლა -

აღარ დავეძებ!

რამ დაგამგვანა ასე ანდამატს?! -

რაშია საქმე, მართლა და მართლა?! -

ან შენ ასეთი რა ხარ,

ანდა მას, ვინც შენა გნატრობს, -

რა დაემართა?!

არ იოცნებო - არა მგონია -

მტკვარზე, ვერაზე…

და რუსთაველზე…

- ახლა თბილისში გამარონია

და მერე მომკლა -

აღარ დავეძებ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ