ყველა შენ გეტრფის, ჩემო თბილისო, ქვეყანას შენი ნახვა სწყურია, ულევი ზღვა ხარ სიყვარულისო, შენში ზამთარიც გაზაფხულია.
ძველი თბილისის ძველი იერი. თბილისელი ვარ, თბილისში გავჩნდი, მეამაყება, ვარ ბედნიერი.
გამშვენებს მთები, გალაღებს მტკვარი, ისე მიყვარხარ, ვერსად ვერ გავძლებ, უშენოდ გული მექნება მკვდარი.
მინდა გიმღერო, შენზე ვილოცო, მეორე დედავ, ჩემო მშობელო - მსურს, რომ მე შენი ქუჩები ვკოცნო. |