შენ გაზარდე ბევრი ბრძენი, ბედნიერო ქართლის გულო, საქართველოს მარგალიტო, საქართველოს თაიგულო! ცამ ნისლები გადიყარა, თავისუფალ ჰანგებს მღერის მეტეხი და ნარიყალა! ციურ ცვარით დანამული, შენზე მღერის, შენზე გალობს მთაში მწყემსის სალამური! და ვინ გითხრას ქება შენა? ვინ დასთვალოს, რაც რომ ხალხმა შენს გულმკერდზე ააშენა? თბილის-ქალაქ საქართველო მოჰქარგა და დაამშვენა! შვებისა და ლხენის წყაროვ, საქართველოს მარგალიტო, საქართველოს ბურჯად მდგარო! ქართლის ფუძევ ამაგდარო, სანატრელო, სანუკვარო, საქართველოს ტურფა თვალო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |