ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი, ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება! თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.
(საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება), ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი, მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.
ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები, “ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები, და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.
ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი. მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო, და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!”
სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მარტო გათავდა, ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა, არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!
რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების, უყვარდა მტკვარი, მტკვარზე ტივი, ტივზე ტიკები, გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!
ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო. გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში: სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო…
ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან, ეხ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი, უფასოდ გაქრა, უფასოდ, და ახლა დაფასდა!
(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!) თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა, არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!
ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ… დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი, - ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!
ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის, მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |