მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საიათნავას, მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ, ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს და საქართველოს ლურჯი ცის თავანს რომ უმღეროდა დაუღალავად!
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს, ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს, ნიკო ფიროსმანს და საიათნავას!
კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს, და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს, შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს!
ლამაზი არის თბილისში ყველა და სიყვარულით უგონოდ მთვრალი და შველა უნდათ ლამაზებს, შველა!
მე ვეტრფი ძლიერ რუსთველის სახელს, ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს, ყველა ღვინის მსმელს და ყველა კახელს, ამ ჩემს პატარა ძველთაძველ მამულს, ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს, ტფილისის ცას და ტფილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საიათნავას!
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო, მე გული მქონდა და შენ მოგეცი, მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი!
და სურნელებას შენი ტანისას, გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ, ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა, მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს და სურნელებას შენი ტანისას!
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა, ვისაც სახელი შორს გაუვარდა, ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა, მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს! მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო, გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო! მე შენ მიყვარხარ და საქართველო, უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
საიდან მოველ, ან საით წავალ, - და ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საიათნავას! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |