ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე შეკრთება, ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა… ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |