კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:20

 

 

 

მთაწმინდიდან გაღმით

ვხედავ თოვლის ლივლივს,

ვგრძნობ ელექტრონაღმით

გადალეკილ თბილისს.


ჭადრებს თოვლი ნამავს,

ვარსკვლავებიც ქედის

რუსთაველის ლამაზ

ხეივნებში შედის.


როგორც ნაზი ხავსი,

გარდავლილი ავდრის -

გაზაფხულის მსგავსი

თოვლი მოდის ზამთრის.


შვენის მელქიორის

თბილისს თოვლის ტვირთი,

ძველ ზღუდეთა შორის

თრთის სიცოცხლის ზვირთი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ