კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:04

 

 

 

რომ მეცხოვრა თბილისში

პლეხანოვზე, ვერაზე,

ცოტა მეტი მეფიქრა

დროზე, ბედისწერაზე.

მექნებოდა უფლისგან

უფრო მეტი შეწევნა,

ვინ მიშლიდა, რაც მსურდა,

როგორც მსურდა, მეწერა.

ანდა ვინ დამიშლიდა

რუსთაველზე ხეტიალს,

ჩასულს დედაქალაქში,

ქუთაისელ ტეტიას.

მეც თავს მოვიწონებდი

თბილისელის ღირსებით,

ქუჩა-ქუჩა ვივლიდი,

გახეხილი ჯინსებით.

ცისფერ ეკრანებიდან

მეც მრავალჯერ მნახავდით

ჩემი მოსაზრებებით

აჭრელებულ ქაღალდით.

პროვინციებს მოვფენდი

ჩემს სურათებს პროფილით,

ვიქნებოდი მოქმედი...

სიფათით - კმაყოფილი.

დავრჩი პროვინციაში

დროით უკმაყოფილო,

რასაც მომამადლიან,

ვიზოგებ და ვყოფინობ.

ხმას ძლივს ვაწვდენ შორიდან

მოფუსფუსე პარტიებს,

ანდა რომ ვთქვა, რაც მინდა,

მაგას ვინ მაპატიებს.

კი არ ვყვირი, ვჩურჩულებ,

კი არ ვიბრძვი, ვწუწუნებ,

ღმერთს მადლობის მაგივრად

ჩემს გაჩენას ვუწუნებ.

რომ მეცხოვრა თბილისში,

პლეხანოვზე, ვერაზე...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ