კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:56

 

 

 

აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზე

დგას ნარიყალა ჯავრით მზირალი,

ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზე

შემხვდება ორი ნაჯიბგირალი.

”დაგვლოცე, ფირუზ!” “ვახ, გამარჯობა?!”

მეც მიმიწვიეს, მეც დამასამეს...

ხოლო, თუ ღვინომ რომელს გვაჯობა -

განმარტებისთვის ვკითხოთ ამ ღამეს.

მოქეიფენო! ძველმა თბილისმა

მეც ჩამომართვა უძარღვო ხელი -

მაგრამ სად არის ძველი ღვინის სმა,

სად არის ძველი ყარაჩოღელი?

გრძნობა ყალბი აქვთ, ხმა-ნაქურდალი,

ბრაზით შევყურებ ამ სურათს უჩვევს,

და მერიქიფე, ლოთი, მურდალი,

ტუჩზე დამადებს გაქონილ ტუჩებს.

გავტეხავ ჭიქას, რომ ვათქმევინო:

ახლებში არ მყავს ძმა-მოყვარული,

და ავტირდები, როგორც ეს ღვინო

კინტოს პერანგზე ჩამოღვარული.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ