კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 21:29

 

 

 

ქუჩებში ჩუმად შემოგვეპარა,

იის კონებით მოქარგა კვალი

და თბილისს ზეცა გადაეფარა,

როგორც მოწყალე ღვთისმშობლის თვალი.

ჩვენო სიწმინდე, გადაკარგულო,

დედაო ტკბილო, დღე დამიმძიმდა!

და ეს პატარა მტკივანი გული

შენს თბილ მუხლებზე დავაგდო მინდა!

მიმიღე მაინც! გადაიბურდა,

ჯვარცმად გადიქცა ჩვენი დღეები

და მე სიწმინდე ისე მომწყურდა,

როგორც დამწყვდეულ ირემს ტყეები.

ოჰ, ზიარებით სავსე ბარძიმო.

თბილისო ჩემო, ამღერებულო,

შენი სიონი თეთრი და მძიმე

თითქოს ჩემს გულში აშენებულა!

თავს სასწაულის რეტი მესხმება

და მაინც მჯერა, რომ ორბის ფრთები

ჩემს მხრებს დამტვრეულს გამოესხმება,

რომ გადმოგფანტო იების მთები.

უკანასკნელად მომხვიე ხელი,

გადამიწვინე შენს სათუთ მკლავზე,

რომ ვიმეორო შენი სახელი,

და გული გაგჯეს ზარების ხმაზე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ