აინთო ისევ გული ფოსფორი, დასკდნენ ხალისით ცხელი ძარღვები, რომ სხვა სიტყვები - მეტაფორები მოასკდნენ ფურცლებს აღფრთოვანებით. წრე მეწამული. და თუ - გვესმოდა ჩვენ ხილთა ქება, გვივსებდა თვალებს ნაკადი მთვარის; თუ - ჩაგვწიოდა წარსულის ხმებით ორთაჭალების ტირილი თარის; ჩვენ გვაწამებდა გამოტანილი ძველი სიზმარი; თან მიჰყვებოდა ნელი ოცნება კინტოს შარვალით; ანთებულ ბაღში მოგვყავდა დილა დუდუკი ალით; ცხელ წყალში ჩამხრჩვალ ჩერო ვახტანგის მიმინოს ფრთისა; ან თუ ყაბახის რომანტიული ხსოვნა ჯირითის გულს წაეფისა - ახალი სიტყვის არის საგანი ახალ სიმღერის და სიმფონიის მოდის გულიდან დიდი მადანი. მზე გადაშლილი ფარშავანგივით. სტრიქონი - სტრიქონს იწვევს ბრძოლაში ჩამჯდარი ლექსში რკინის ჟანგივით. ცხელ ქვესკნელიდან თითქოს მოსულნი, რომ შეაშველონ ახალ ცხოვრებას ძალა რძიანი - ბარბაროსული. ახალ ტფილისის ოქროს სხივები. იშლება ბაღად შრომა დაღვრილი. და თუ არ ახლა როდის აიხსნას, როდის დასწყვიტოს ლექსმა სიჩუმის მძიმე აღვირი. მირტყამს ხალისით, როცა თვალს იჭერს სულ სხვა ტფილისი მაღლა აწვდილი. მიჟონავს გულში გრძნობა უტკბესი, რომ ამ ეპოქის ვარ მონაწილე.
მზე ხმაურით გადმოსთელავს არსენალის დაბალ კალთებს და ტფილისი შუქში ელავს, შუქი დილის მტკვარს აანთებს. ჯებირებს რომ შეაფშვენი. შენ სინათლეს რომ აფრქვევ და მარმარილოს ჯიღაც გშვენის. ხეივანი ნაირ ხისა. ლომი ტორით დააპირებს გადაკვეთას შენს ტალღისას. მწვანე კუნძულს ბაღებისას, სცემს ჩანჩქერი ტალღებს გრილი მოოჭვილი ცის თაღისა. და ტფილისის შავ ძარღვებში საკალმახე ჩადგა წყალი. ჩაიფერფლა შრომის თქეშით ნაღვერდალი. მთას უნგრევდა საოცარი - სქელი კვამლი აიმართა და დღე დნება ოფლის ცვარით. ეკიდება ცას ალმური. ხარაჩოთა ხმელი კვარი მღერის - ფიჭვის სალამური. შრიალებენ შადრევნები. ღამე ხმაურს დააყუჩებს ვარსკვლავების თეთრ მტევნებით. ტრამალი რომ დააფეთა! გიგანტების ოქროს მტვერი ადინდება მალე მცხეთას. ვით შეგიმტვრევს გულს მეწყერი! შენს ნაძვნარში მთვარე წყნარი ჩაიბუდებს - ღამის მწყერი. ჩვენი ქვეყნის საფეთქელი. სულ ახალი ზოდიაქოს თავს ადგია სხივი ცხელი. ვარსკვლავებით აწერია ცას გენიის შთაგონება და სახელი. მიგაქროლებს წინ შენებით, შენი ბედის დადგა დილა, კავკასიის ცის შვენება. ჩვენ გვესმოდა გულში ლექსის ფართხალი. სჭექდეს სიტყვა - შთაგონების ჩახმახი რომანტიკა მივცეთ ტფილისს ახალი. |