კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 19:55

 

 

 

რა მიხარია, როს განშორების

შემდეგ კვლავ თბილისს ვუახლოვდები

და შავნაბადა დღის ცხელ ბურუსში

ამეყუდება წინ როგორც დევი.

როცა თბილისის პირველი შუქის

მომხვდება ტალღა და გამაბრუებს,

ან სოღანლუღთან უეცრად ქარი

წინ შემაფეთებს ლაჟვარდთა რუებს.

ჩემზე კეთილი და ბედნიერი

არ მეგულება ქვეყნად სხვა კაცი,

როცა დავადგამ ფეხს ნაცნობ ქუჩას

და ჩამიქროლებს მტკვარი წარმტაცი.

როცა შორიდან დაბრუნებული

დავდგები ისევ მთაწმინდის ქედთან;

მგონია თითქოს მაშინ ვსაუბრობ

მისი მშვენების დიდ შემოქმედთან.

და მშობლიური ჰაერით დამთვრალს

მინდა სიმღერა და გულის გახსნა...

რა მიხარია, როცა თბილისის

ცა მტრედისფერი ნამს უხვად მასხამს.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ