თანამედროვე ცხოვრებაში კომუნიკაციები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ვებ-კამერა კავშირის დამყარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდა.
ის აახლოებს ადამიანებს, გაცილებით მოხერხებულს და საინტერესოს ხდის მათ შორის კონტაქტს.
ვებ-კამერის არჩევა განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს, თუმცა მაინც აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ რამოდენიმე ძირითად კრიტერიუმს:
კამერის მატრიცის შესაძლებლობა
რაც უფრო დიდია ვებკამერის მატრიცა, მით უფრო ხარისხიანი იქნება სურათი. დღეს-დღეობით ფართო მოხმარებაშია და ძირითადად გამოიყენება ორი ტექნოლოგია - CMOS და CCD.
ძირითადი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ CCD მატრიცები იძლევიან გაცილებით მაღალი ხარისხის გამოსახულებას ნაკლები ხარვეზებით, ვიდრე მატრიცები CMOS სენსორებით. მათზე ფასიც შედარებით მაღალია.
ვებ-კამერები ძირითადად აღჭურვილია - 0,1 დან 2,0 მეგაპიქსელამდე მატრიცებით (არსებობს 7 - 8 მეგაპიქსელიანი კამერებიც, თუმცა ეს სარეკლამო ტრიუკი უფროა, ვიდრე რეალობა).
მაგრამ პოპულარულია და ძირითადად გვხვდება 1.3 - 2 მპქს-იანი კამერები - 640X480 პქს შესაძლებლობით, რომლებიც სრულიად საკმარისია ვიდეოკონფერენციისათვის. ასევე მცირე ზომის ვიდეო რგოლების ჩასაწერად, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ გადააგზავნოთ ელექტრონული ფოსტით.
უფრო ძვირადღირებული მოდელები კი აღჭურვილია მატრიცებით - 1280X960 და 1600X1200 პქს შესაძლებლობებით, მათი საშუალებით ფართოფორმატიანი სურათების და ვიდეო გამოსახულების მიღებაა შესაძლებელი.
და კიდევ ერთი რამ… გაითვალისწინეთ, რომ მატრიცის მგრძნობელობა ეს არის პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ განათებას კამერის გამოყენების მომენტში.
მგრძნობელობა იზომება ლუქსებში (lux). ეს იმდენად მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომ რაც არ უნდა მაღალი ღირებულების იყოს კამერა, CCD სენსორებითაც კი, მატრიცის არასაკმარისი განათების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება ხარვეზები.
ვებ-კამერის შეერთება და დაყენება
ვებ-კამერის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება USB ჩამრთველს, რომლითაც აღჭურვილია ვებ-კამერების უმრავლესობა და რომლის საშუალებითაც ხდება მათი კომპიუტერებთან შეერთება.
ცნობილია ამ ინტრფეისის ორი ვერსია, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სისწრაფით.
თუ კამერა არის USB 1.1 ვერსიით, ვიდეოს გამოსახულება იქნება საგრძნობლად დაბალი ხარისხის. კერძოდ 640X480 პქს, როცა სიჩქარე 15 კადრია წამში, შეანელებს (დაამუხრუჭებს) გამოსახულებას.
ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ვიდეომონაცემების გადაცემის სიჩქარე არ იყოს წამში 30 კადრი/წამში ნაკლები. ამას კი უზრუნველყოფს ვებ-კამერა USB 2.0 ინტერფეისით.
ვებ-კამერის შედარებით მაღალფასიან მოდელებს უსადენო ინტერფეისი გააჩნია, ისინი ორი ნაწილისგან შედგება - გადამცემი (რომელიც კამერის კორპუსშია განთავსებული) და მიმღები (რომელიც ასევე უერთდება USB ჩამრთველს).
ასეთ დროს ძალიან ხშირად სიგნალის გადაცემისთვის WI-FI ტექნოლოგია გამოიყენება.
ჩამონტაჟებული მიკროფონის არსებობა
მიკროფონი არ დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ლეპტოპს ის თავად აქვს ჩამონტაჟებული, ან თუ გაქვთ სპეციალური ყურსასმენები, რომელსაც გააჩნია მიკროფონი.
თუმცა ეხლა თითქმის ყველა თანამედროვე ვებ-კამერა ფლობს ჩამონტაჟებულ მიკროფონს. ის მოსახერხებელია და მარტივი, არ გჭირდებათ სხვა დამატებითი მოწყობილობები, ზოგავთ დროს.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხი ამ შემთხვევაში არც თუ ისე მაღალია, ამიტომ თუ თქვენ უკვე გაგაჩნიათ მიკროფონი, არანაირი პრობლემა არაა, პირიქით, უკეთესია ის გამოიყენოთ.
კამერის ფიქსაცია
ვებ-კამერა შეიძლება დამაგრდეს თხევადკრისტალურ მონიტორზე, ან ლეპტოპის კორპუსზე, ასეთი კამერები ხშირად მინიატურული და ძალიან მოსახერხებელია.
არსებობს მაგიდის კამერები, სპეციალური დასადგამი ფეხებით ან ბრტყელი პლატფორმით, მისი მინუსი ისაა, რომ შეიძლება თქვენს მაგიდაზე მეტად საჭირო ადგილი დაიკავოს, სამაგიეროდ მეტ თავისუფლებას იძლევა კამერისთვის საჭირო მიმართულების, კუთხის დასაფიქსირებლად.
სათვალთვალო სისტემა ვებ-კამერის დახმარებით
ვებ-კამერები ძალიან ხშირად გამოიყენება ორგანიზაციების, ან კერძო სტრუქტურების მიერ ვიდეოდაკვირვების (თვალთვალის) საწარმოებლად.
რამოდენიმე (ან ერთ, სისტემის გლობალურობის მიხედვით) კამერას, რომლებიც დაყენებულია შენობაში, უერთებენ კომპიუტერს, საიდანაც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ხდება დაკვირვება(თვალთვალი).
ანუ მას შეუძლია ვიზუალური დაკვირვებაც, ან ავტომატური თვალთვალი მოძრაობის შემთხვევაში (მხოლოდ მაშინ, როდესაც კამერა დააფიქსირებს მოძრაობას).
ასე რომ, არც თუ ისე მაღალ ფასში შესაძლებელია საკმაოდ ხარისხიანი სისტემური დაკვირვების (თვალთვალის) ორგანიზება.
რა თქმა უნდა ასეთ გადაწყვეტილებას აქვს თავისი პრობლემები (თუმცა არა გადაულახავი), მაგალითად USB კაბელის სიგრძის შეზღუდულობა. ასეთი კაბელის მაქსიმალური სიგრძე 5 მეტრია.
დამატებითი ფუნქციები
ძირითადი დანიშნულების გარდა, ვებ კამერას შეუძლია შეითავსოს მთელი რიგი დამატებითი ფუნქციები, მაგალითად, მისი საშუალებით შესაძლებელია ხარისხიანი სურათებისა და ვიდეოს გადაღება, მაგალითად, თანამედროვე ვებკამერების საშუალებით შესაძლებელია 15 მპ და მეტი ხარისხის სურათების გადაღება.
აგრეთვე: ინფორმაციის რედაქტირება, თეთრი ფერის ბალანსის, კონტრასტულობის, სიკაშკაშის, ფერების კორექციის მართვა, აგრეთვე კადრების ცვლილების სიხშირის რეგულირება და ა.შ.
ასეთ კამერებს გააჩნია ავტოფოკუსი, მოძრაობის დეტექტორი, პაროლით დაცვის შესაძლებლობა, USB 2.0, ან USB 3.0 პორტები, შესაძლოა იყოს ნესტგამძლე, მტვერგაუმტარი და ა.შ
მაღალი კლასის ვებ კამერები აღჭურვილია უსადენო ინტერფეისით. ჩვეულებრივ, ასეთი კამერა გაყოფილია ორ ნაწილად - გადამცემი (რომელიც ერთ კორპუსშია მოთავსებული კამერასთან ერთად) და მიმღები, რომელიც მიერთებულია USB პორტთან.
ამასთან, სიგნალის გადასაცემად, ყველაზე ხშირად გამოიყენება ტექნოლოგია Wi-Fi, რომლითაც ასევე აღჭურვილია კამერა. ასეთი ვებ კამერით შესაძლოა დაუკავშირდეთ სმარტფონს, პლანშეტს, ნოუთბუქს, ტელევიზორს და ა.შ
დიზაინი (გარეგნული სახე)
აქ უკვე არჩევანი თქვენზეა, არსებობს ვებ-კამერების უზარმაზარი არჩევანი.
ვებ-კამერების სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის, წონის, ფერის, ფორმის, მასალის, კლასიკური თუ ფუტურისტული და ა.შ
ერთი სიტყვით ის, თუ როგორი დიზაინის ვებ-კამერას შეიძენთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!