კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:31

(საშა ფენტონისა და მალკოლმ რაიტის მიხედვით) 

“ამ ინფორმაციის გამოყენებისას, მკითხველს გარკვეული დაკვირვება გმართებთ”, - ასე აფრთხილებენ ავტორები დაინტერესებულ პირებს.

თუმცა, იქვე მიუთითებენ, რომ იმ ნიშნებსა და ფორმებში გარკვევა, რომელიც ხელებზე აღმოაჩნდებათ, დაეხმარებათ მათ გადაწყვიტონ ჯანმრთელობის პრობლემები მანამდე, სანამ დაავადება თავს გამოამჟღავნებს და გართულდება.

ხელზე ხომ მკვეთრად არის გამოხატული სხვადასხვა დაავადების ნიშნები არა მარტო წარსულსა და აწმყოში, არამედ მომავალშიც.


ხელის ტემპერატურა


ცხელი (მხურვალე) და ოფლიანი ხელი - მიანიშნებს ფარისებრი ან სხვა სახის ჯირკვლების დაავადებაზე, თუ რა თქმა უნდა, დაბადებიდან არ არის მისთვის ასეთი ხელი დამახასიათებელი.

ცხელი და მშრალი ხელი - უმეტეს შემთხვევაში, მაღალ წნევაზე, ტემპერატურაზე ან თირკმლის დაავადებაზე მეტყველებს.

ცივი ხელები - ნერვული შოკის ან მაღალი ტემპერატურის მოახლოებას მოასწავებს.

ცივი, ოფლიანი ხელები - ღვიძლის დაავადების ან სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშანია.

თუკი თითების გვერდითი ნაწილები უფრო ცივი გვეჩვენება, ვიდრე საფუძველი და წვერები, ან რაიმეთი გამოირჩევა, შეიძლება ვისაუბროთ ანგინაზე ან მსგავსი ტიპის დაავადებაზე.


ხელის გარეგნული იერი


ძალიან რბილი ხელი შეიძლება ჰქონდეს ძალაგამოცლილ მოხუცს ან ავადმყოფ ახალგაზრდას. პროტეინის შესაძლო ნაკლებობის გამო ვეგეტარიანელებსაც შედარებით რბილი ხელები აქვთ. ფეხმძიმობის პერიოდში ქალის ხელიც რბილი ხდება. 

თუ ხელის ზედაპირი აბრეშუმივით რბილი, ელვარე და გლუვია, ორგანიზმი ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტ აქტიურობას განიცდის. ასეთ შემთხვევაში იმ პიროვნების ხელი, რომელსაც იკვლევთ, ოდნავ უნდა მოქაჩოთ და შეამოწმოთ, ხომ არ აუკანკალდება იგი. ეს დამადასტურებელი სიმპტომია.

ხელის ფერი ნორმალური და ჯანმრთელი რომ იყოს, პიროვნების კანის ტონს უნდა შეეფერებოდეს.

თუ ხელი ფერმკრთალია, ორგანიზმში სისხლის მიმოქცევაა დარღვეული. თუ ხელის თითები ხელის მოჭერის შემდეგ რჩება მოთეთრო, ამ შემთხვევაში ადამიანს ანემია სჭირს. ამის დასადასტურებლად კარგად დაუკვირდით ფრჩხილებს. ის უნდა იყოს მშრალი, მქრქალი და მტვრევადი. მესამე ფალანგა კი შესახედავად სუსტი და გამოფიტული.

რუხი - მოლურჯო თითები მოგვითხრობს გულისა და სისხლძარღვთა პრობლემებზე. 

ხელის სიყვითლე ღვიძლისა და ნაღვლის დაავადებებზე მეტყველებს. 

წითელი შეფერილობის ხელები შეიძლება მიგვინიშნებდეს ჰორმონალურ პრობლემებზე, სისხლის მაღალ წნევასა და ორგანიზმში რკინის შემცველობის ნაკლებობაზე.

მწეველებს ხშირად შეენიშნებათ წითელი ლაქები მთვარისა და მარსის ბორცვებზე. წითელი ლაქები მოუსვენრობისა და ბრაზის გამოხატულებაცაა. ასეთ შემთხვევაში დამატებით წასაკითხია ხელისგულის ეს ნაწილი, რათა გაირკვეს, კონკრეტულად რა აშფოთებს, ან რა აწუხებს მას.

ადამიანებს, რომლებსაც ე. წ. „რეინოსდაავადება აწუხებთ, ხელები და ფეხები უცივდებათ და ულურჯდებათ, რაც დაკავშირებულია სისხლძარღვთა სპაზმთან.

ცივ ამინდში ზოგიერთ ადამიანს სავსებით ერღვევა სისხლმომარაგება ხელებისა და ფეხების თითებში. სისხლძარღვები ვიწროვდება და თითები დროებით მთლიანად კარგავს მგრძნობელობას. ეს სინდრომი რთულდება წნევით, ზოგჯერ წამლებითაც - ასთმისა და შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას. 

აპოლონის დაგრეხილი, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, დეფორმირებული თითი და დარღვევები ხელისგულზე, აპოლონის ბორცვის ტერიტორიაზე, გვაუწყებს ალკოჰოლოს ჭარბი მიღებით ან ნარკომანიით გამოწვეულ ღვიძლის სერიოზულ დაზიანებაზე.

როდესაც ხელისგულზე ერთადერთი გადამკვეთი ხაზია, ეს დაუნის დაავადებად ითვლება. ვარაუდობენ, რომ იგი ერთ–ერთი ნიშანია, რომლის მიხედვით შესაძლებელი ხდება ახალშობილების დიაგნოსტირება. თუმცა, ქიროლოგი ასაბუთებს, რომ ბავშვებს დაუნის დაავადებისას აქვთ ანალოგიური ჰორიზონტალური ხაზი ფეხზეც.

იმ ბავშვის ფეხის ცერა თითი, რომელიც დაუნის დაავადებით იტანჯება, ჩამორჩება სხვა თითებს და საფეხურებრივად გადის ღრმა ზღვარს. ხელები მრგვალი და პრიმიტიული აქვს და შესაძლოა არც ჰქონდეს „ერთგულების“, „ბედისა“ და სხვა მრავალი ხაზი. მაგრამ სამი ძირითადი ხაზი, ისევე, როგორც ყველას, მათაც გააჩნიათ.

არანორმალურად დიდი ხელები და ფრჩხილები, ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის ჰორმონების დეფიციტზე მიუნიშნებს. გრძელი, სქელი თითები, მოძრავი, „მოყანყალებული“ სახსრებით, მიგვინიშნებენ შემაერთებელი ქსოვილების იშვიათ, მემკვიდრეობით დაავადებაზე. 

ნაოჭიანი, შესახედაობით "ბებერი" ხელი, ხშირად ასთმით დაავადებაზე მეტყველებს.

თითის ზედა ფალანგები, ანუ წვერები - ასაკში ადამიანებს თითის წვერები რბილი და ნაოჭიანი უხდებათ. ბუნებრივ სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე თითის წვერები კარგავს ბუნებრივ ფერს და რუხი ხდება.

ჰორმონალური აქტივობა მჟღავნდება პატარა ჰორიზონტალურ ხაზებში, რომელიც თითის ბალიშებზეა მოთავსებული. არც ისე დიდი ხანია, რაც საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა; ადამიანები, რომელთა თითის ანაბეჭდი „ხვეულაა“, მიდრეკილნი არიან სისხლის მაღალი წნევისაკენ.


თითის ანაბეჭდები


თითის ანაბეჭდები ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში უყალიბდება ნაყოფს და, ხელის ხაზებისაგან განსხვავებით, არასოდეს არ იცვლება. ძირითადად გვხვდება თითის შემდეგი ფორმის ანაბეჭდები: მარყუჟი, ხვეული, რკალი და ფარშევანგის თვალი.

მარყუჟი - მეგობრულია, უყვარს ურთიერთობები, არ მიაჩნია სწორად ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება.

რკალი - დაძაბული, ინტროვერტნული პიროვნებაა, ამავე დროს მორცხვი, ნერვიული, თავის თავში დაურწმუნებელი. თუ თითი წამახვილებულია, მაშინ გამძლეობის უნარიანია.

ფარშევანგის თვალი - შემოქმედებითია. შეიძლება იყოს მხატვარი, მწერალი ან პედაგოგი.

ხვეულა - ძლიერი პიროვნებაა, ეგოცენტრიკი, ადვილად აღწევს წარმატებას, შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი და დოგმატურია.

ორმაგი მარყუჟი - გადაუწყვეტელია, შესაძლებელია მისტიური შესაძლებლობები ჰქონდეს. თუ ეს ცერა თითია, მაშინ ის დიდ სიმაღლეებს მიაღწევს.

გაღუნული რკალი - მორცხვი, დაძაბული და გამძლეა, აკვიატებული, მიუდგომელი შეხედულებები აქვს.


ცერა თითის ანაბეჭდები

მარყუჟი - გონიერი, მოქნილი და უნარიანია ჯგუფური მუშაობისას.

რკალისებრი - მორცხვი, შებოჭილი და შეზღუდული ადამიანია.

ფარშევანგის თვალი - ძალიან იშვიათი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ნატურაა.

ხვეული - პატივმოყვარე, ეგოისტი და დამოუკიდებელია.

ორმაგი მარყუჟი - ორბუნებოვანია (ორსახოვანი) და ცდილობს ყველას გაოცებას.

ჩვენი სიცოცხლე თითის წვერებზე ყოფილა დამოკიდებული

მკვდარი ზღვის უძველეს გრაგნილებში ნათქვამია, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ხელის თითების წვერებშია მოქცეული. ეს გამონათქვამი მრავალი საუკუნის მანძილზე საიდუმლოებით მოცული იყო ყველასათვის მანამ, სანამ ატლანტელმა მეცნიერმა ჰენრი ქენმა არ აღმოაჩინა კავშირი თითების ანაბეჭდსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის.

როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, მარჯვენა ხელის ნეკისა და არათითის წვერებზე ხაზების რაოდენობის სხვაობა მომაკვდინებელ დაავადებათა რისკს განსაზღვრავს.

რაც უფრო დიდია ეს სხვაობა, მით უფრო იზრდება ნაადრევი სიკვდილის საფრთხე.

ქენის თეორიის თანახმად, თუ ხაზებს შორის განსხვავებს 5-6-ს არ აღემატება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ღრმა სიბერეს მიაღწევს.

თუ სხვაობა 20-ს აღწევს, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიხედოთ ჯანმრთელობას.

თუკი ზედმეტი ხაზების რაოდენობა 35-ს აღემატება, ადამიანი ძნელად თუ მიაღწევს 50 წლამდე.

ამჟამად მეცნიერები ცდილობენ უფრო ზუსტად გაშიფრონ თითების ანაბეჭდები და დაადგინონ ხაზების რაოდენობის კავშირი კონკრეტულ დაავადებებთან.

ანაბეჭდები ხელის გულზე

ბევრ ხელზე შეიძლება შევნიშნოთ ანაბეჭდის მარყუჟი ან ხვეული ფორმა. მარყუჟი უფრო გავრცელებულია, ხვეული კი გვხვდება მხოლოდ მერკურის, ან მარსისა და მთვარის ბორცვების საზღვარზე.

რაჯას მარყუჟი (A) - ასეთი ადამიანის სხეულში სამეფო სისხლი ჩქეფს! იგი თვითკმაყოფილი და ამაყია.

სერიოზული განზრახვების მარყუჟი (B) - შრომისმოყვარეა, როგორც წიგნის ჭია.

განდიდების მარყუჟი (C) - პატივმოყვარე და უგუნურია.

იუმორის მარყუჟი (D) - იუმორის განსაკუთრებული გრძნობითაა გამორჩეული.

მახსოვრობის მარყუჟი (E) - კარგი მახსოვრობის უნარი აქვს; არ კარგავს მხედველობიდან მეგობრებსა და კოლეგებს.

სოფლის მარყუჟი (F) - უყვარს სოფლის ბუნება, ფერმერული მეურნეობა, თევზაობა და ა. შ.

რას გვამცნობს ხაზები

გონების ხაზი

გონების ხაზზე თავის ტრამვა გამოსახულია წყვეტილი ხაზით. ასეთ წყვეტილზე კვადრატული ფორმების გამოჩენა, დაცვითი ფუნქციის მატარებელია. 

ფსიქიური დაავადების პრობლემები მაშინ ჩანს ხელზე, როცა გონების ხაზზე ბევრი კუნძული და სხვადასხვა დარღვევებია. 

ხაზის ბოლოს უცნაური წარმონაქმნები (კერძოდ: კიბოს მარწუხები ან შაქრის მაშები) გვიჩვენებს, რომ პიროვნებას არც ისე კარგად სძინავს. შესაძლებელია ბოლომდე მოსვენების საშუალებას მრავალრიცხოვანი საქმეები არ აძლევს. 

გონების წყვეტილი ხაზები სუსტი გონებრივი განვითარების მაჩვენებელია. 

ხაზის ბოლოს ფუნჯისებრი წარმონაქმნი სიბერის მარაზმს აღნიშნავს. ამავე დროს პიროვნების ფსიქიურ გამოფიტვასა სხვადასხვა პრობლემებზე მოგვითხრობს, რომელიც დაკავშირებულია თავთან, მაგალითად: სიბრმავესა და სიყრუესთან. პატარა, თხელი ხაზებით ჩამოყალიბებული გონების ხაზი და მარსის ბორცვზე ბადისებრი ფორმები, გვამცნობს კუჭის „ნევროზზე“.

გულის ხაზი

თუ გულის ხაზი მერკურის ბორცვის რაიონშია, ხელის შეხებითაც მყარია, ადამიანს სისხლის მაღალი წნევა და გულის დაავადებები აწუხებს. 

ამ ხაზზე ფრინველის ფრთისებრი წარმონაქმნი (ძირითადად მერკურის ბორცვის ქვეშ), გვაუწყებს ანგინასა და გულის კუნთების პრობლემებზე. „კუნძული“ ამ ტერიტორიაზე, ასევე გულის სერიოზულ დატვირთვაზე მეტყველებს. წერტილები გულის მოახლოებულ შეტევას აღნიშნავს. თუ ეს წერტილი წრიულადაა შემოხვეული, ადამიანს ამ საფრთხისგან უკანასკნელ მომენტში გადაარჩენენ. 

კუნძულები მერკურისა და აპოლონის ველზე, კბილების დაზიანების, პირის, ყელისა და ფილტვების პრობლემის მიმანიშნებელია. ადამიანს თუ ხელს მოვახრევინებთ, ჩვენ დავინახავთ ღრმა, მოლურჯო ორმოებს, ანუ „ჩაძირულ“ ფორმებს გულის ხაზზე. ამ შემთხვევაში დაზიანებულია ფილტვები. ასეთი ფორმები ტუბერკულიოზის განკურნების შემდეგადაც შეინიშნება.

ფრინველის ფრთისებრი, ანუ დაწყვეტილი, მაგრამ ერთიმეორეზე აწყობილი გულის ხაზი მიკროელემენტების დეფიციტზე მიუთითებს, ისეთებზე, როგორიცაა მაგალითად კალციუმი და კალიუმი.

სიცოცხლის ხაზი

მრავალი წერტილი სიცოცხლის ხაზზე ხერხემლის პრობლემებზე მეტყველებს. თუ წარმოვიდგენთ, რომ სიცოცხლის ხაზი ხერხემლის გამოსახულებაა, სწრაფად გავარკვევთ, თუ რომელი მონაკვეთია დაზიანებული.

მარჯვენა ხელის სიცოცხლის ხაზზე აღმოჩენილი წერტილები განეკუთვნება ძვლისა და ხერხემლის მალების პრობლემებს, მაშინ, როცა მარცხენა ხელზე მუსკულატურის დაზიანებასა და მტკივნეული ზურგის პრობლემებს აღნიშნავს.

წერტილების ჯგუფი ხაზის დასაწყისში, იქ, საიდანაც სათავეს იღებს, გონების ხაზთან ახლოს, კისრის სირთულეებზე მიანიშნებს. ქვედა ნაწილში განთავსებული წერტილები კი მეტყველებენ დაზიანებულ ხერხემლის მალებზე, წელკავზე (თუ ხაზი ძლიერ არის გადახრილი).

სიცოცხლის ხაზის გაწყვეტილი ფორმები, „ფუნჯები“, „კუნძულები“ და სხვადასხვა დარღვევები, ადამიანს ავადმყოფობის პერიოდზე უწინასწარმეტყველებს.

ნეპტუნის ბორცვი

ნეპტუნის ბორცვი ჯანმრთელობის შესახებ გასაოცარ ინფორმაციას გვაწვდის. ბორცვზე ხშირად გვხვდება დიდი ზომის გადაბრუნებული V - ს ტიპის სიმბოლო, რომელიც წარმოქმნილია სხვადასხვა ხაზების დაბოლოებებისა და დამატებითი ხაზების გადაკვეთისაგან.

ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქალთა სასქესო ორგანოებისა და ნებისმიერი ანალოგიური ტიპის ორგანოს პრობლემა. თუ დარღვევა ერთ მხარეს ეხება, ქალებს პრობლემა აქვთ საკვერცხეების, საშვილოსნოს მილების ან თვით საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილის დაავადებასთან. თუ მთელი ეს მხარე ბრწყინავს და უცნაურად გამოიყურება, სავარაუდოდ მას გადატანილი აქვს გისტერექტომია.

ერთგულების ხაზი

ერთგულების ხაზებზე ან მის ირგვლივ გაჩენილი მეჭეჭები გვამცნობს სასქესო ორგანოების დაავადებებზე.

ბავშვის ხაზები

ბავშვის ხაზების საშუალებით ადვილად დადგინდება შეწყვეტილი ორსულობებისა და აბორტების ალბათობები. საკმარისია დავინახოთ მკვეთრი ხაზი, რომელიც ვერ აღწევს ერთგულების ხაზამდე, რომ მუცლის მოშლის უტყუარ საბუთს წავაწყდეთ.

ტალღოვანი ხაზები და კუნძულები ამ ხაზებზე, აბორტებს აღნიშნავს. თუ ხაზების ბოლოში V ტიპის „ასო“, კუნძული ან ფრთისებრი ხაზებია, ვხვდებით, რომ ხელის პატრონი ნერვიულობს მოუწესრიგებელ, ავადმყოფ ბავშვებზე. 

ჯანმრთელობის ხაზი

ქალის ხელზე, ჯანმრთელობის ხაზის ქვედა ნაწილში კუნძულები და წერტილები, რთული ორსულობის ან მშობიარობის მიმანიშნებელია. წერტილები ამ ხაზზე, ჯანმრთელობის გაუარესებას აღნიშნავს (მაგ., ქვები თირკმლებში). წერტილები ჯანმრთელობის ხაზზე, როგორც ჩნდება, ისევე ქრება. ეს დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავებასა და გაუმჯობესებაზე.

Via Lasciva

ამ ხაზის დარღვევები წამლების მიმართ მომატებულ მგრძნობელობასა და ალერგიებისადმი მიდრეკილებებს აღნიშნავს.


ფრჩხილები


ფრჩხილები იზრდება დაახლოებით 6-8 თვის განმავლობაში და ამიტომაც, შესანიშნავ ინდიკატორს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად - მისი ხელის შემოწმების მომენტში.

ვერ ჩავთვლით თავს გენიოსებად, თუ ვიტყვით, რომ მოკვნეტილი ფრჩხილები ადამიანის ნევროზულ მდგომარეობაზე მეტყველებს. ასეთ ინდივიდებს არა აქვთ საკუთარი თავის რწმენა. ისინი შეიძლება იყვნენ ჩუმები, მორიდებულები და ნერვული მოსაუბრეებიც.

ისინი გრძნობენ, რომ არ არიან სტაბილურნი და ვერ აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას.

ფრჩხილები ჯანმრთელი, მოვარდისფრო ფერის უნდა იყოს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თითის წვერები მარაგდება საკმაო რაოდენობის ჟანგბადით. დაზიანებული, დამტვრეული ფრჩხილები ხშირად დაუცველი ხელით შრომის შედეგსაც წარმოადგენს. ქალები უმეტესად უვლიან ხელებსა და ფრჩხილებს, რითაც არ უნდა იყვნენ დასაქმებულნი. ვხვდებით გამონაკლისსაც. ამით შეიძლება შეფასდეს მისი მოუწესრიგებელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ფრჩხილის მთვარეები

თუ ფრჩხილებზე მთვარეები ანაზდად იცვლება, საერთოდ ქრება ან ხდება ძალიან დიდი, გულისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებთან გვაქვს საქმე.

თუ დაბადებიდან აქვს ადამიანს განსაკუთრებულად განსხვავებული მთვარეები, აქ არაფერია სანერვიულო. მნიშვნელოვანია მხოლოდ მოულოდნელი ცვლილებები.

დაავადებები, რომლებიც ხელის ფრჩხილებზე აისახება

როგორც ზემოთ ჩამონათვალი გვიჩვენებს, საოცრად დიდი რაოდენობის დაავადება შეიძლება განისაზღვროს ფრჩხილების მდგომარეობის მიხედვით. ფიზიკური თუ ემოციური შოკი, სხვადასხვა სახის დაავადებები ფრჩხილებზე ტოვებს ტალღოვან ფორმებს, რომლებიც ცნობილია „ბო“-ს სახელწოდებით.

ანემია  - მქრქალი ფრჩხილები, რომლებიც, თუ ხელს მოვუჭერთ, გარკვეული დროის განმავლობაში გათეთრდება. მშრალი, მტვრევადი ფრჩხილები. განსაკუთრებით რთულ შემთხვევაში, ჩაზნექილი ფრჩხილები, რომელზეც წყლის წვეთიც დამაგრდება.

გული/სისხლის მოძრაობა - მოლურჯო ფერის თითის წვერები (ზედა ფალანგა) და ფრჩხილები. ხელისა და თითების სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული ტემპერატურის ქონა.

სოკოვანი დაავადებანი - მოშავო ან მომწვანო ფერის დეფორმირებული ფრჩხილები. საჭიროებს ექვსთვიანი ან ერთწლიანი მკურნალობის კურსს, რათა დაავადების ნიშნები საერთოდ გაქრეს.

დაზიანება - ფრჩხილებზე თეთრი ლაქები შესაძლებელია უხარისხო ლაქის ბრალიც იყოს, როცა ლაქი ფრჩხილების ჩამოყალიბების პროცესში ედება მათ. ამავე დროს, თეთრი ლაქები, ორგანიზმში კალციუმის, თუთიისა და A და D ვიტამინების ნაკლებობისას ჩნდება.

გულის, ფილტვების დაავადებების, ღვიძლის ციროზისა და გრეისის დაავადების შემთხვევაში - ფრჩხილები მოგვაგონებს საათის მინას, მრგვალი და ძალიან ამობურცულია. ასეთი ფრჩხილები ცნობილია, როგორც „ჰიპოკრატეს ფრჩხილი“.

ფილტვების დაავადებისა და ფეხის შეშუპებებისას - ყვითელი ფრჩხილები.

თირკმლის დაავადებები - სუფთა, თეთრი ფრჩხილები ადასტურებს პროტეინის ნაკლებობას ორგანიზმში. ამავე დროს ფრჩხილის საწყისი ბაზა მოყვითალოა, დაბოლოება კი - მოყავისფრო.

ცუდი კვება, კალციუმის ნაკლებობა - ძალიან მტვრევადი ფრჩხილები; თეთრი ლაქები ფრჩხილებზე და შიგნიდან მომაკვდავი ფრჩხილები.

სისხლდენა - ფრჩხილებზე შეზრდილი შავი ლაქები, რომელიც ფრჩხილქვეშა ჰემატომას წარმოადგენს. თუ ფრჩხილების ქვეშ ჩანს მოშავო წრიული ლაქა ან ლაქები, და თუ იგი ფრჩხილის ტრამვით არ არის გამოწვეული, მაშინ აუცილოებელია ექიმთან მისვლა, რადგან ეს სიმპტომები კანის კიბოსთვის არის დამახასიათებელი.

მკურნალობის შედეგები - ქიმიოთერაპიამ და მედიკამენტურმა მკურნალობამ, რომელიც AIDS (შიდსი) -ის ინფიცირების გამო ჩაიტარა პიროვნებამ, ფრჩხილებზეც შეიძლება დატოვოს შავი ლაქები.

რევმატიული ართრიტი, ხერხემლის მალებს შორის მოძრაობის შეზღუდვა და ძვლის პრობლემები: პრობლემათა ეს „საკუჭნაო“ ანუ „ბეღელი“ მჟღავნდება ადამიანთა უმრავლესობაში 40 წლის ასაკიდან, როგორც „სიბერის“ დასაწყისის ერთ - ერთი ნიშანი.

ფრჩხილები ღრმა, გასწვრივი ზოლით, მიუნიშნებს ძვლის ან მყესების ტრამვაზე, ხრტილის დაზიანებაზე. ზედმეტი არ იქნება თუ გავარკვევთ, ადრე ხომ არ ჰქონია სუბიექტს ხერხემლის ან ძვლის დაზიანება, რადგან ამის დამადასტურებელი ნიშნები ნახულია ფრჩხილებზე.

დავაკვირდეთ ყველა ფრჩხილს. თუ იუპიტერის თითის ფრჩხილი დანაოჭებული და დაზოლილია, ადამიანს დაზიანებული აქვს თავი და ზურგი;

თუ ეს ნაოჭების და ზოლები სატურნის თითის ფრჩხილზეა - ზურგი, ნეკნები და მენჯის ზედა ნაწილი;

აპოლონის ფრჩხილის შემთხვევაში - ფეხები, ხელები, მხრები და თეძო;

მერკურის თითის ფრჩხილის დაზიანების შემთხვევაში - ხელის ძვლები, კოჭი, ტერფები.

ფსორიაზი, ეგზემა და ბუდობრივი გამელოტება (ალოპეცია) - ფსორიაზის შემთხვევაში არასასიამოვნო და ოღროჩოღრო კანის წამონაზარდები წარმოიქმნება ფრჩხილის ორივე მხარეს. ეგზემა ხირომანტიისათვის თავისთავად საინტერსოა, რადგან, გაღიზიანებული ფორმების განთავსებამ ხელის გულის სხვადასხვა მონაკვეთში, შეიძლება საინტერსო ინფორმაცია მოგვაწოდოს იმაზე, თუ რაზე ფიქრობს, რა უდევს გონებაში კონკრეტულ ადამიანს.

კუჭი, შარდის ბუშტი, თირკმელი, პანკრეასი და ჯირკვლოვანი დაავადებები - ერთი ციცქნა ფრჩხილები, რომლებიც გგონია, რომ ძლივს არის მიმაგრებული თითებს.

ცუდი კვება, გონებრივი ჩამორჩენილობა - კოვზისმაგვარი ფრჩხილები.

როგორ მოქმედებს რგოლის ბეჭედი ადამიანის ჯამრთელობაზე

როგორ მოქმედებს რგოლის ბეჭედი ადამიანის ჯამრთელობაზერგოლის ბეჭედის მუდმივი ტარება მავნედ მოქმედებს ადამიანის ჯამრთელობაზე. ცნობილია, რომ ხელის მტევანზე დიდი რაოდენობის ნერვული წერტილია განთავსებული, რომლებიც დაკავშირებულია თირკმელებთან, ღვიძლთან და გულთან.

თითზე გაკეთებული ოქროს ბეჭედი კი უშუალოდ მოქმედებს ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე. ფიზიკურად მოქმედებს ნერვული იმპულსების გადაცემაზე, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანის ჯამრთელობის მდგომარეობაზე აისახება.

ექიმები პრაქტიკაში ხშირად აწყდებიან ისეთ შემთხვევებს, როცა რგოლის ბეჭედის მოხსნა საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი განთავისუფლდეს თავის ტკივილისა და უძილობისგან.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვიწრო ბეჭდის ტარებამ შეიძლება ოსტრეოქონდროზი, რადიკულიტი, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებაც გამოიწვიოს.

ოქროს სამკაულების ტარებას სპეციალისტები მხოლოდ დეპრესიული მდგომარეობის დროს გვირჩევენ. ამას გარდა, მატონიზირებელი ეფექტის გამო, რგოლის ბეჭედი დადებითად მოქმედებს „ბალზაკის ასაკის“ ქალებზე და გულით დაავადებულ ადამიანებზე.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ