კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:37

ნორმალური ფრჩხილებინორმალური ფრჩხილები - ესაა საშუალო ზომის ფრჩხილები, რომლებსაც ვხვდებით კარგად განვითარებულ კუნთებიან და პატარა - მგრძნობიარე ტიპის ხელებზე.

ასეთი ფრჩხილები მოწმობს ადამიანის სრულ გაწონასწორებულობაზე. ხასიათი - მხიარული და მშვიდობისმოყვარე აქვს; ჭკვიანია, აზრიანი, ბუნებრივი ძალების მქონე.

გრძელი ფრჩხილებიგრძელი ფრჩხილები - ასეთი ფრჩხილები ნაზი დელეკატურობის, გულისხმიერების, სიმორცხვის ნიშანია.

ამ ტიპის ფრჩხილების მქონე ადამიანები ადვილად მიმნდობნი არიან, ამიტომ ყოველთვის დაურწმუნებლობის შეგრძნება აწუხებთ. ყოველთვის ისეთი საფრთხის წინაშე იმყოფებიან, როგორიცაა ვინმესგან მისი გამოყენების სურვილი.

დადებით თვისებად გვევლინება კარგად განვითარებული სინთეზის, ზომისა და წონის შეგრძნების უნარი.

ფრჩხილის სიგრძისა და სიგანის შეფარდება ფრჩხილის სიგრძისა და სიგანის შეფარდება - თუ ფრჩხილის სიგრძე სიგანეს შეეფარდება, მაშინ ზემოთჩამოთვლილი თვისებები გაერთიანდება პრაქტიკულ, საკმაოდ რეალურ, ცივ გრძნობასთან, რომელსაც შეიძლება დაემატოს ეგოიზმიც.

თუ ფრჩხილის სიფართე კარგადაა შეფარდებული სიგრძესთან, მაშინ ეს პიროვნება გულღიაცაა და გაწონასწორებულიც, წმინდა გონებისაა და ყველაფერი ადამიანურისადმი ინტერესიანი.

თუ ფრჩხილის სიგრძე აჭარბებს სიფართეს და ფრჩხილი მართკუთხედს წააგავს, ასეთ პიროვნებას კარგადა აქვს განვითარებული სიმართლის შეგრძნება, აქვს პრაქტიკული ინტერესები, სიმდიდრისგან სიამოვნების მიღების უნარი და ა. შ.

ნახევრად გრძელი და თითქმის ოთხკუთხედი ფრჩხილებინახევრად გრძელი და თითქმის ოთხკუთხედი ფრჩხილები - გვევლინება ცოდნის სურვილის, ყოვლისმომცველი დადებითი და კრიტიკული გონების, ლოიალობის ნიშნად.

ახასიათებს რეალური ხედვა და მოქმედება, სამეცნიერო ინტერესები; მოთხოვნილებების მიმართ შემგუებლობის უნარი;

ასეთი ფრჩხილის მფლობელი მეთოდურია, მოწესრიგებული და ახასიათებს სწორი ცხოვრების წესი.

ძალიან მოკლე ფრჩხილებიმოკლე ფრჩხილები - თუ ფრჩხილები ძალიან მოკლეა, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო საქციელისაა ახლობლების მიმართ.

ასეთი ადამიანები გვევლინებიან ანალიტიკებად, მკვლევარებად, ავტოკრატებად. მათი გაღიზიანებული, დაუმორჩილებელი, ფეთქებადი და ბობოქარი ნატურა მათ საშუალებას აძლევთ, ნებისმიერი ადამიანი მიიღოს კრიტიკული თვალსაზრისით.

მათი წინააღმდეგობებით აღსავსე სული სიამოვნებას დისკუსიებისა და საწინააღმდეგო აზრის მოსმენისგან ღებულობს. ძლიერი თავდაჯერებულობის გამო მუდმივად ეწინააღმდეგებიან სხვის აზრებს. ასეთი ხალხი ირონიულები და, ხშირად, ჭირვეულებიც არიან.

ძალიან მოკლე და ფართო ფრჩხილებიძალიან მოკლე და ფართო ფრჩხილები - ისინი სიფართეში უფრო მეტია, ვიდრე სიგრძეში.

მიეკუთვნება ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ გაღიზიანებულები, იმპულსურები და სქელშუბლიანები არიან.

მათი ავადმყოფური აღგზნება შერწყმულია მკვეთრად გამოხატულ დეპრესიასთან.

ძალიან ვიწრო ფრჩხილებიძალიან ვიწრო ფრჩხილები - ახასიათებს დაბნეულ ადამიანებს, რომლებიც ადვილად ღიზიანდებიან. ისინი ფლობენ პარანორმალურ უნარს.

თუ ამავდროულად ფრჩხილის სიგრძე ძალიან მოკლეცაა, ისინი ნებისმიერ ურთიერთობაში სქელშუბლიანები და შეზღუდულები არიან განსაკუთრებით - რელიგიურ საკითხებში.

ბოროტი, ჯიუტი ინდივიდები გამოირჩევიან თავისებური ხასიათითა და საოცარი სიამაყის გრძნობით. ისინი ყოველთვის რაღაც „წესს“ ეჭიდებიან და ამით სულსაც იმძიმებენ.

ნუშისებრი ფრჩხილებინუშისებრი ფრჩხილები - ნაზი, სწორზედაპირიანი ნუშისებრი ფრჩხილები, რომელიც ძალიან წააგავს ხატებზე გამოსახულ ანგელოზების ფრჩხილებს, გვხვდება მხოლოდ ნაზკანიან, ე. წ. „არისტოკრატულ“ ხელებზე. 

ასეთი ხელის პატრონები მგრძნობიარენი, დიდბუნებოვანნი, ერთგულნი, გულღია და ბუნებით კეთილშობილები არიან.

მათი ხასიათის სინაზე ჰარმონიულ კავშირშია ესთეტიურ გადახრებთანაც და ორიგინალურ, იდეალურ სწრაფვებთანაც.

ზეთისხილის კურკის ფორმის მქონე ფრჩხილები

ზეთისხილის კურკის ფორმის მქონე ფრჩხილები - ასეთი ფრჩხილების მქონე ადამიანს ახასიათებს მიდრეკილება მისტიკისადმი.

აქვს წარმოსახვის საოცარი ძალა და უნარი.

უყვართ იდუმალება, ცდილობენ იყვნენ განსხვავებულები და მიუწვდომლები.

წარმატებები ექნებათ პარანორმალური მოვლენების გამოკვლევებში.

ზეთისხილის კურკის ფორმის მქონე ფრჩხილებიტრაპეციის ფორმის ფრჩხილები - ტრაპეციის ფორმა, რომლის ფართო ნაწილი ზემოთ არის მოქცეული, გვიჩვენებს პიროვნების თავშეკავებულ ხასიათზე და მაღალ მორალურ ღირსებებზე.

ასეთი ფრჩხილის პატრონები არიან მგრძნობიარენი, შინაგანი ძალის მქონენი, თავმოყვარენი. გარეგნულად ბედის მორჩილის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ფლობენ ცოცხალ, მიზანსწრაფულ რეაქციას.

თუ ტრაპეციის ფართე ნაწილი ქვემოთაა მიმართული, ასეთი ადამიანი ავადმყოფური ფანტაზიისაა, რომელმაც შეიძლება იგი სულით დაავადებამდე მიიყვანოს.

სამკუთხედი ფრჩხილებისამკუთხედი ფრჩხილები - სამკუთხედს მიმგვანებული ფრჩხილის ფორმა ძლიერ აღგზნებადი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, რომელმაც შეიძლება იგი დევნის მანიამდე მიიყვანოს.

ისინი ეგოისტები არიან და დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ თავს. დიდად არ დაგოდევენ სხვა ადამიანებს და არასდროს არაფრად მიაჩნიათ სხვისი აზრი, თუმცა ამას ხშირად მოჩვენებითი თვინიერებითაც ნიღბავენ ხოლმე.

ასეთი პიროვნებების თვისებებია: ჭირვეულობა და ანჩხლობა, ბოღმიანობა და უსულგულობა.

ბრტყელი ფრჩხილებიბრტყელი ფრჩხილები - ბრტყელი ფრჩხილების მქონე ადამიანები საოცრად ალერსიანები და მიმნდობნი არიან. ასეთი ფორმის ფრჩხილები გვხვდება აგრეთვე ნაკლები თვალსაწიერის მქონე იპოქონდრიკებშიც.

თუ ფრჩხილი ამავე დროს გრძელიცაა და ფართოც, ასეთი ადამიანი თავშეკავებულობისა და თავმოყვარეობის გამო ვერავისთან ვერ გამოამჟღავნებს თავის გრძნობებს და ვერ, ან არ იტყვის, სინამდვილეში რას ფიქრობს.

მარაოსებური ფრჩხილებიმარაოსებური ფრჩხილები - ჩინური მარაოს ტიპის ფრჩხილები გვხვდება ისეთ ადამიანებში, რომელთა ბუნებრივი სიფიცხე ამუხრუჭებს მათ განვითარებას, ან უარყოფითად მოქმედებს მათზე.

თავის ძალებში დაურწმუნებლობა კი საშუალებას არ აძლევთ გადამწყვეტად იმოქმედონ და წარმატებებს მოაღწიონ. ნაკლებად ითვალსიწინებენ სხვის აზრს, რაც ასევე ხელს უშლით რომ წარმატებას მიაღწიონ.

ისინი თვითონვე ეწინააღმდეგებიან საკუთარი გრძნობის განვითარებას და ხელსაც უშლიან შინაგანი არსის გახსნას.

ამოზნექილი ფრჩხილებიამოზნექილი ფრჩხილები - ასეთი ფრჩხილები გვევლინება ნევროზული დაავადების ნიშნად, რომელიც ეგოისტურ მოტივაციებში მჟღავნდება.

უფრო გართულებული ვარიანტის, კლანჭებისმაგვარი ფრჩხილების მქონე ადამიანები გულჩათხრობილები არიან;, ხშირად კი - სიძულვილის, აფერისტობის, სიხარბისა და მტაცებლური ბუნების მატარებლებიც.

გვხვდება სიგანეზე ამოზნექილი ფრჩხილის ნიმუშებიც, რომლებიც ძალიან გვანან ფუტკრის სკას. ეს ფორმა შეესაბამება განსაკუთრებით გემოვნებიან, სულიერად ფაქიზ და დახვეწილ ადამიანს.

მყარი, მაგარი ფრჩხილებიმყარი, მაგარი ფრჩხილები - მყარი ფრჩხილები გვევლინება ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის ნიშნად, რომლის გადაჭარბებულმა სისქემ და სიმაგრემ ადამიანს შეიძლება გარყვნილებისაკენ უბიძგოს. 

ამავე დროს, მაგარ ფრჩხილებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ინდივიდის გამძლეობასა და ენერგიაზე;

ფრჩხილების ზედმეტად სიმაგრის შემთხვევაში კი - სახეზეა ეგოისტური ტენდენციები.

რბილი ფრჩხილებირბილი ფრჩხილები - სუსტი, რბილი ფრჩხილები გვამცნობს ფიზიკური ძალისა და სიცოცხლისუნარიანობის გამოფიტვაზე.

იგი ადამიანებში იწვევს დაღლილობისა და პასიურობის ნაადრევ მოვლენებს.

ასეთი ფრჩხილების მფლობელი ადამიანები ძალიან ადვილად ემორჩილებიან ინსტიქტს.

მშრალი, მტვრევადი ფრჩხილებიმშრალი, მტვრევადი ფრჩხილები - ასეთი ფრჩხილები გვევლინება ნევროზულობისა და სისუსტის ნიშნად.

ასეთი ადამიანები ადვილად ღიზიანდებიან და ისეთ სიტუაციებში იგდებენ თავს, რომ შემდეგ წუწუნებენ და ჯავრობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, შეცდომებზე ვერასოდეს სწავლობენ და კიდევ უფრო უჭირთ თავიანთი მოუხერხებლობის დამალვა.

თხელი ფრჩხილები - ასეთი ფრჩხილების მქონე პიროვნებები ყველასთვის კეთილისმსურველნი, მაგრამ სუსტები და არამყარი ენერგიის მფლობელები არიან.

ძალიან სქელი ფრჩხილები - ასეთი ფრჩხილები ახასიათებს ისეთ ადამიანს, რომელიც შინაგანად ძალიან ნერვიულია, ნაადრევად დაკარგა თავისი ახალგაზრდული სული (ე.ი. „სულით დაბერდა“) და ფანტაზიებისა და ილუზიების გარეშე განვლო მთელი თავისი ცხოვრება.

უფერო, უსახური ფრჩხილები - უფერო და უსახური ფრჩხილები, უმეტეს შემთხვევაში, პიროვნების ქარაფშუტობისა და ფუქსავატობის შესახებ გვაძლევს დასკვნის გამოტანის საშუალებას.

წითელი ფრჩხილები - წითელ ფრჩხილებს ვხვდებით ფეთქებად და ემოციურ ნატურებში.

მბრწყინავი ფრჩხილები - როცა ფრჩხილები ბრწყინავს, იგი გვევლინება გარკვეული არასიმყარის, მაგრამ დელეკატურობისა და ნაზი სენტიმენტალობის მატარებლად.

მქრქალი ფრჩხილები - ფერი - ჭუჭყიანი თეთრიდან გადადის უსახურ ტონებში; ულამაზო და ნაკლებ ესთეტიურია. საკმაოდ სქელიც არის, მტვრევადიც, ფართეც და მოკლეც.

ასეთი ფრჩხილების მატარებელი ადამიანი სიძულვილის, ურწმუნოების, ეშმაკობისა და მატყუარობის თვისებების მატარებელია. ადვილად კარგავს ადამიანურ თვისებებს და ამის გამო, შესაძლებელია უფრო საშიშიც გახდეს.


დაავადებებით გამოწვეული დეფექტები ფრჩხილებში


დაავადებებით გამოწვეული დეფექტები ფრჩხილებშიასეთი ფრჩხილები გვხვდება ფილტვების ტუბერკულიოზით დაავადებულებში, ფილტვის კიბოიანებში, აგრეთვე გულის ქრონიკული დაავადებებისას. გულის პრობლემების შემთხვევაში ფრჩხილები გალურჯებულია, რაც სისხლის მოძრაობის დარღვევითაა გამოწვეული.

ასეთი ფორმის ფრჩხილებზეც შეიძლება შეგვხვდეს ტუბერკულიოზით დაავადებულებშიც (როცა ფრჩხილი პროფილში ბრჭყალს წააგავს).

დაავადებებით გამოწვეული დეფექტები ფრჩხილებშიმწვავე ინფექციისა და ტრამვების დროს ვითარდება ფრჩხილის ფორმა, სახელწოდებით “Beau”. ასეთივე ფრჩხილები გვხვდება ტიფის, გამწვავებული გრიპის, ქუნთრუშას დაავადებებისას და თითების ტრამვების დროს. განკურნების შემდეგ, 160 დღეში, ფრჩხილი გაიზრდება და დეფექტი გაქრება.

ამდაგვარი ფრჩხილი ან ფრჩხილები აქვს ქრონიკული ინფექციით დაავადებულ ადამიანს. გვხვდება აგრეთვე რევმატიზმის შემთხვევაში, როდესაც ბაქტერია მრავლდება კბილებში ან ნაწლავებში. თუ ოჯახის სხვა წევრებსაც აქვს ასეთი ფრჩხილები, მაშინ რევმატიზმისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობითია.

თეთრ ლაქები ფრჩხილებზენერვიულობის დროს ადამიანის ფრჩხილები კარგავს თავის ბრწყინვალებას, ხდება მქრქალი და მტვრევადი.

გადაღლილ, ნერვული ადამიანების ფრჩხილებზე ვხედავთ „თეთრ ლაქებს“. ისინი შეიძლება გაჩნდეს აგრეთვე ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობისას (ბავშვებში) და ნაღვლის დაავადებებისას - მოზრდილებში.

ამავე დროს, „თეთრი ლაქა“ გვევლინება ნერვიულობისადმი წინააღმდეგობის გაწევის ძალადაც.


ენდოკრინოლოგიური დაავადებები


ენდოკრინოლოგიური დაავადებები - ფრჩხილების მიხედვითნაზი, მტვრევადი, მოკლე უმთვარო ფრჩხილები დამახასიათებელია ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციისათვის. აგრეთვე სასქესო ჯირკვლების დაავადების მქონეთათვის. ამ დროს ნივთიერებათა შენელებული ცვლა აფერხებს ფრჩხილების ზრდას.

იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, რომელია ამ სამიდან ფრჩხილის დეფორმაციის მიზეზი, აუცილებელია გადავამოწმოთ ხელისა და თითების ფორმებიც.

ა. ფართო ხელი, პატარა ხელისგული, კოტიტა (ძეხვისებური) თითები, წაწვეტებული ფორმის ნეკა თითი და ფრჩხილების ანომალია მიგვინიშნებს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციაზე.

ენდოკრინოლოგიური დაავადებები - ფრჩხილების მიხედვითბ. ხელი ინფანტილური ხელისგულით, რომელზეც ნეკი დეფორმირებულია ან ძალიან მოკლე. ასეთი ფრჩხილის დისტროფია მიგვანიშნებს სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქციაზე.

გ. ფართო, ოთხკუთხედი და ელასტიური ხელისგული, ძალიან მოკლე თითები; ასეთი ფრჩხილების დისტროფიისას ისმება ჰიპოფიზის ჰიპოფუნქციის დიაგნოზი.

ენდოკრინოლოგიური დაავადებები - ფრჩხილების მიხედვითგრძელი, ვიწრო და ელვარე ფრჩხილები მქრქალი, დაბინდული მთვარეებით, გამოხატავს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციას.

ასეთი ფრჩხილი გავს ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანის ფრჩხილებსაც. თუმცა გამოირჩევა მისი ბრტყელი და გაუღუნავი პროფილით და ჯანმრთელი, ელვარე ზედაპირით.

ნივთიერებათა ცვლა დაჩქარებულია და მოქმედებს ფრჩხილის სწრაფად ზრდაზე, საიდანაც ჩნდება სწორედ ფრჩხილებზე მთვარეები.

ენდოკრინოლოგიური დაავადებები - ფრჩხილების მიხედვითასევე არსებობს ძალიან ფართო თითი და, შესაბამისად, ფრჩხილიც, დიდი და ფართე მთვარეებით.

გვხვდება დიდი ხელის მქონე სქელ თითებზე - ჰიპოფიზის ჰიპერფუნქციის შემთხვევაში.


მემკვიდრეობითი დაავადებები


ფრჩხილი - მემკვიდრეობითი დაავადებებიფრჩხილების გაჭიანურებული ზრდა, რომელსაც ემატება კბილების დაავადებები და თმის პრობლემური ზრდის პროცესი, მიგვინიშნებს სასიცოცხლო ძალების უკმარისობაზე. მაგრამ ფრჩხილების სრული ატროფია, ეს სულ სხვა საქმეა. იგი გვხვდება ძალიან იშვიათად და მხოლოდ ზედმეტი თითების არსებობის შემთხვევაში, რაც დეგენერაციის სიმპტომია.

ძალიან მოკლე, ანუ ემბრიონალური ფრჩხილებიც ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ ფრჩხილის ანომალურობა იმითაც აიხსნება, რომ იგი შეიძლება ხელისგულის მხრიდანაც გამოვიდეს, ზედაპირის ნაცვლად.


ათაშანგი (სიფილისი)

ათაშანგი (სიფილისი)ფრჩხილების საოცრად გადიდება, ან საერთოდ გაქრობა, სიფილისის დაავადების თანამდევია. იმის მიხედვით, რამდენად მაღალ ხარისხში ავა ეს ანომალია, მას ემატება ეპილეფსიისა და ფსიქიკური დარღვევების დიაგნოზიც.

ე. ი. სიფილისის დროს გვხვდება რბილი და მოკლე ფრჩხილები, პროფილში შეჭრილი და გადახრილი ფორმებით („ფრჩხილი - კოვზი“). ასეთივე ფორმის ფრჩხილები გვხვდება სულით ავადმყოფებშიც.

დეგენერაციული ნერვული მემკვიდრეობა

დეგენერაციული ნერვული მემკვიდრეობა - ფრჩხილებიმარაოს ფორმის სუსტი ფრჩხილი საკმაოდ ხშირად გვხვდება ანომალურ ხელზე.

ის მიუთითებს დეგენერაციულ ნერვულ მემკვიდრეობაზე. აგრეთვე მემკვიდრეობით მიღებულ ენდოკრინულ დარღვევებზე.

ასეთი ფრჩხილები გვხვდება აგრეთვე ფსიქიური ავადმყოფების ხელებზეც, რომლებიც  ლოწოვანი გარსის სიმსივნით იტანჯებიან.

ფსიქიკური დარღვევებისა და გონებასუსტობის შემთხვევაში გვხვდება პატარა და დეფორმირებული ფრჩხილები - მთვარეების გარეშე.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ