კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:37

 

 

 

იის სურნელით დაფერილ წიგნში

შენ დამიკრიფე პირველი ია.

მასწავლებელო, შენ ისე კარგი, 

ისე ლამაზი სახელი გქვია!


ხარ "დედაენით" მახარებელი,

ჩვენც გვაზიარებ ქართულის სიბრძნეს.

შენი მადლის და გარჯის წყალობით

გზას ცხოვრებაში სიკეთით ვიგნებთ.


სულს და გონებას რომ გვიმზიანებ

და სიყვარულით გვავსებ პატარებს,

ყველა ბავშვს ისე ესათუთები, 

თითქოს შოთას და ვაჟას ადარებ.


ყურს უგდებ მათი სულის მოძახილს -

იქნებ, ილია ზის მერხთან ისევ?

გჯერა, რომ მხოლოდ ცოდნის სიმართლე,

გამოაბრწყინებს სამშობლოს მზისებრ.


ჩვენს გამოყვანილ "აი ია"-ში

კითხულობ ქვეყნის მომავალ სვე-ბედს,

გსურს, რომ პატარებს ცოდნის სინათლე

ანგელოსივით მფარველად სდევდეს.

 

ლექსები მასწავლებელზე • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •  მარიამ წიკლაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ