კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 12:55

 

 

 

მადლობას გიძღვნი, მუშაკო,

ამის გამო ვსთქვი ლექსია.

მასწავლებელის ბედზედა 

მრავალჯერ დამიკვნესია.

ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენა,

თესლი კეთილი სთესია! 

თანამოძმენიც გიცოცხლოს, 

ვინაც გიდგანან გვერდშია!

რა ვუყოთ, მასწავლებელი 

დღეს არა ფასობს ჩვენშია!

თუმცა ხსნა ჩვენის ერისა 

მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია.

სული გასუქდეს ბევრით სჯობს, 

ვიდრე გასუქდეს ლეშია!

 

ლექსები მასწავლებელზე • • •  პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •  ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ