დილის ნიავმა გაყვითლებულ მთებით დაჰბერა, შემდეგ წყნარის ფრთით მდინარის პირს რაღაც ჩასწერა, ნისლის, მთის კალთას შერჩენილის, წაშალა ბინა და მინდვრის მკერდზე ყვავილებში გადიბიბინა.
სოფელში ბნელა, წყვდიადია სინათლის მტერი. იდუმალ ფიქრში და ნაღველში მოქანცულ სოფელს იგი წყვდიადი თვის უშავესს ახვევს სამოსელს, ხალხო ბედკრულო! მე მიჭირავს ხელში სანთელი, არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი!
ვერას დამაკლებს უგნურთ მტრობა, შიმშილ-სიცივე! მე ვიტყვი სიტყვას, მე გაგითბობთ შეცივებულ გულს - დეე, თან მდევდეს მკაცრი ხვედრი თქვენს მარად ერთგულს! თქვენ აღგამაღლებთ ჩემი ზრუნვა თბილი და წრფელი, არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი!
- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი! - მასწავლებელო, ეს რას ნიშნავს... ღელავხართ მწვრთნელი?! - ჩამოჰკარ! - სწავლად თვისკენ იწვევს მასწავლებელი!
რა აღტაცებით შემოვიდა იგი სკოლაში! წრფელი ღიმილი დასთამაშებს მხიარულ ბაგეს... თქვენ ნუ დასცინით მომავალ გმირს და მოქალაქეს.
- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა, - სწავლის დრო არი! ნუგეშისათვის ჩემკენ მოდის მოხუცებული, მშვიდ თავშესაფარს ითხოვს მისი გული ვნებული. ავადმყოფობით, სიუძლურით სასომიხდილი... დარაჯად კარს რომ მისდგომია სნება, სიკვდილი. სავსე ოჯახი, უპატრონოდ მიტოვებული, გაახსენდება... უფრო მეტად უღელავს გული.
მე შეგაბრძოლებ ისევ შენთან მტრად ხდილ სამყაროს! - მასწავლებელო! მოსაწვევი ჩამოვკრა ზარი? - ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი! ვხედავ, აქ ნაბიჯს მოაშურებს გლეხი მაშვრალი, რომ მესაუბროს და იმედი თან წაიყოლოს, მასზე, რომ შავი მისი შრომა, შრომა მართალი, არ დაინთქმება უნუგეშოდ ბოლოს და ბოლოს.
- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი! აგერა მოჩანს მკრთალი სევდა მიმქრალი სახის. აჰა, ის მოდის!.. მოდის წყნარად, თავჩაქინდრული.
გადუტრიალდა ბედის ჩარხი უკუღმართული. უნდობმა ხელმა გუშინ ცეცხლი რომ გაუჩინა, ნიშნის მოგებით მის თვალის წინ გადიხარხარა... სახლი დაუწვეს და საბრალოს არა აქვს ბინა. ჩემკენ, ბედშავო! მე მაქვს შენთვის ბინა პატარა.
- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი! ორნი მოდიან, რომ იპოვონ სიმართლე ჩემთან და გადასწყვიტონ საბოლოოდ ამტყდარი დავა. ერთია მათთვის ყველაფერი, - რაც სურთ, ისა თქვან, სიბნელემ მათი მეზობლობა გაანიავა!
- ჩამოჰკარ ჩქარა, უფრო ჩქარა! - სწავლის დრო არი! მოდის სკოლისკენ ახალგაზრდა ვაჟი - ვიღაცა. იმას უთუოდ წიგნები სურს. იქ კიდევ - ქალი, უუფლებობამ, ძალადობამ რომ მოიტაცა, და შემდეგ ისევ გადისროლა უგზოდ საწყალი! გზას მე გასწავლით, ბედკრულებო! სწავლით გამთბარი ხელში მიჭირავს მე ლამპარი სიბნელის მქრობი.
- ო, კიდევ, კიდევ. ხედავ, გათბა ცისა ტატნობი! მგზნებარე სხივი აიზიდა მხიარულ ცაზე, ფრინველთა გუნდმა კამარაში გაინავარდა, ერთი ღრუბელი, როგორც მგზავრი, სევდიან გზაზე რომ დასცურავდა, მოსწყდა მწვერვალს და ძირს დავარდა!
გავანადგურო დაყოლილთა შავ ფიქრთა გზნება. მომეცი ძალა, ლურჯო ცაო, ლაჟვარდო ცაო! რომ შევასრულო წმინდად ჩემი დანიშნულება.
წრფელი მიზანი, მოქმედებით უხვად გამთბარი. არ შეუკრთება საშინელ ხვედრს მასწავლებელი, აბა, ჩამოჰკარ მოსაწვევი, ჩამოჰკარ ზარი! |
ლექსები მასწავლებელზე • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |