კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:45

 

 

 

გაბედულად მიდიოდა 

სკოლისაკენ პატარა, 

თუმც ამ დილით დედიკომ 

უცნობ ქუჩით ატარა.


მოდიოდა ჩანთით ხელში 

თვალებგაბრწყინებული, 

ბედნიერი, მხიარული, 

მხნე და დამშვენებული.


მაგრამ როცა მერხზე დასვეს 

და სუყველა დაწყნარდა, - 

უცებ შეკრთა ჩვენი გმირი, 

გული აუფანცქალდა.


ნეტავ რატომ? მან ხომ დილით 

დედას მისცა პირობა, 

რომ ისწავლის მუდამ კარგად, 

გამოიჩენს გმირობას!


მასწავლებლის ხმა გაისმის, 

ტკბილია და დედური, 

მას სამოცი თვალი უმზერს - 

ყველა დამშვიდებული.


კაკო რაღამ შეაშფოთა, 

იგი თითქოს მარტოა, 

ცრემლიანი თვალები

რატომ გაუფართოვდა?


იცის, გარეთ დედა უცდის, 

მას ხომ მისცა პირობა, 

რომ ისწავლის მუდამ კარგად, 

გამოიჩენს გმირობას!


დედის ტკბილი გახსენება 

აიმედებს, მხნევდება, 

ცრემლს იწმენდს და სიყვარულით

აღმზრდელს შეაცქერდება.

 

ლექსები მასწავლებელზე • • •   პოეზია - გიორგი შატბერაშვილი  • • •  გიორგი შატბერაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ