უნდა გავშალოთ ფრთა ვით არწივმა, გვერქვას მამულის რკინის კედელი, სამშობლოსათვის თავის გაწირვა, - აი, რას ამბობს მასწავლებელი!
შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი, დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს, აი, რას ამბობს მასწავლებელი!
არ გავახაროთ მტერი მძებნელი, ზრდილნი, ქველნი და თავაზიანნი ვიყვნეთ - გვასწავლის მასწავლებელი!
სულის და გულის გამხარებელი, ის ჩვენი მზეა, ჩვენი დიდება - აი, რას ამბობს მასწავლებელი!
მარადჟამ გულით სატარებელი - ოქროს ძაფებით ჩაქსოვილია, აი, რას ამბობს მასწავლებელი!
მტრის გულში ისრის გამტარებელი, კურთხეულ იყოს ვაჟას გენია - აი, რას ამბობს მასწავლებელი!
სინდის-ნამუსის გამტარებელი, დედაენის და სამშობლოს მგმობელს ვრისხავდეთ! - ამბობს მასწავლებელი.
სულ რომ გვასწავლის, გვირჩევს, გვახარებს. ვით მშობელ დედას, დედაენასაც მასწავლებელი ისე გვაყვარებს!
კვლავაც ბავშვივით გვინდა ვეფეროთ. თმაში ჭაღარა შემოგვპარვია და მაინც ვამბობთ: მასწავლებელო!
გვერქვას მამულის რკინის კედელი, სამშობლოსათვის თავის გაწირვა! - აი, რას ამბობს მასწავლებელი!
შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი. დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს, - ამას გვასწავლის მასწავლებელი! |