შენ რომ წერა მასწავლე, შენ რომ კითხვა მასწავლე, ბედისწერა იმით სულ ვამთელე და ვამძლავრე.
შენ რომ სიბრძნე მასწავლე, არავითარ სხვა განძში იგი მე არ გავცვალე.
ჭკვიანსა და მიხვედრილს, მშობელს თუ ვერ ვეტყოდი, იმას შენ გაგიმხელდი.
შენ მითხარი, შეძლებო... ახლაც მინდა მეფერო, ჩემო მასწავლებელო!
შენ მიმიკვლევ შორეთებს, შენ მაკაცებ, მაღმერთებ, მასაქმებ, მაპოეტებ.
ხოხავს ჩემი ურემიც, ფიქრით, ცრემლით, სიმღერით მამულს ვემსახურები.
თუ უკეთესს შევიძლებ, ჩემი დღის ფერებიდან მეფერება შენი მზეც.
სად არ გითხრის ორმოებს, უსწავლელი გასწავლის ყბედნი უკეთ ცხოვრობენ.
შრომა და სიმყუდროვე, არ ყოფილა არასდროს მოჩალიჩე, მედროვე.
გაჭირვების მზიდავი, ხშირად თუმცა ღარიბი ხარ ყველაზე მდიდარი.
შენსას არა, არ დათმობ, ზოგჯერ გული თუ გეწვის, დაე, გული იწვოდეს, - გულმა უნდა ანათოს.
ღიმილით თუ ტკივილით, იყავ მუდამ მართალი პირველ გაკვეთილივით.
ცოდნის სახლი ააგე, ქართულ სიტყვის ოქროთი კვლავაც მომამარაგე.
ყველგან ჩემო მხლებელო, ამ მადლიან მადლისთვის გმადლობთ, მასწავლებელო! |
ლექსები მასწავლებელზე • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |