მასწავლებელი - მშობლის ალერსით ამოქარგული ტკბილი ანბანი, მასწავლებელი - ნორჩის თვალებში ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.
განათებული, როგორც ოცნება, მასწავლებელი - სინდის-ნამუსი, მხოლოდ ხალასი პატიოსნება.
მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი. მასწავლებელი - ბავშვის სურვილი: მასწავლებელი გავხდე ნეტავი.
ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად. მასწავლებელი - მასზე ძლიერი, მასზე სწავლული არვინ გვეგონა.
სიტყვით ქებული, საქმით ქებული. მასწავლებელი - დედაენაზე, მშობელ ენაზე შეყვარებული.
მუდამ მამულზე ფიქრით გართული, მასწავლებელი - მართლაც ტრფიალი, რაც კი კარგია, რაც კი ქართული.
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი. მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა. ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად, მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი, მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა, ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა, მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
დიდი ფიქრები, დიდი სურვილი. მასწავლებელი - მზე, გაზაფხული, მთები, ყანები, ოქროცურვილი.
უსწავლელობის დამმარცხებელი… აი, რას ნიშნავს მასწავლებელი, აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი. მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი. |
ლექსები მასწავლებელზე • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |