კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 00:07

 

 

 

შენ წახვედი,

შენ წიგნებმა უცხო მხარეს გაგიტაცეს, 

შენი წასვლა ვერ ვიგრძენი

სიჭაბუკის დუღილში,

წიგნი იდო იატაკზე,

სავარძელზე,

მაგიდაზე

და მე დავრჩი,

ვით მემკვიდრე,

უგნური და უღირსი...

იჯექ დიდხანს,

და ღამითაც გრძელდებოდა ჯადოქრობა, 

აბაჟურთან იხრებოდი,

სპეტაკი და მელოტი

და თაროდან წიგნი ისე

მოწიწებით გადმოგქონდა,

თითქოს ფრთხილად

ქალს ცხენიდან

გადმოსვლაში შველოდი...


ლექსები მამაზე  • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ