კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 00:04

 

 

 

...ჩემს ნაკვალევს გმინვით მოსდევს მამაჩემი...

მორკალული ჩემი ქედი არ აჩვენოთ,

სხივნო მზისავ,

გაიტყუეთ,

წარაფს წასცდეს...

თქვენც უბიძგეთ უფსკრულთან რომ წაბარბაცდეს,

გადასჩეხეთ -

მოისვენოს სულმა მისმა.

წყლად მიიქცეს,

არა ღრუბლად,

არა ნისლად,

თორემ ისევ არ მოიშლის კვალში დევნას,

...თუ მომისწრო,

დამუხლული მნახა მგელმა,

თუ სახეზე

შემამჩნია

სილბომ ამკრა,

არ დამზოგავს,

გაცვეთილი მაჯით დამკლავს.


ლექსები მამაზე  • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ