იძინე, თამაზ, მოშუშდი, შვილო, ნახე სიზმრები ნაირ-ნაირი, ბედთან იქნება შენ გამაშველო, ბედი რომ მხერხავს, ვით ბირდაბირი. ტუჩზე ღიმილის სიო გედება. ვინძლო, მოყვარედ არ გაიხადო ჩემი ხმაბნელი შემოქმედება. იმ დროს, შენ როცა ხის ცხენით რბოდი, მამა ლოთობით რომ ამოიხრჩო და შენ უგონოდ ებრალებოდი. მკვდარი ცისკრის დროს გამომიტანეთ. ალბათ შენს თოთო ხელებს დარჩება ჩემი ცხოვრების ყრუ მატიანე. ოდესმე ნახე ნახე განჯინის ძირი, სადაც ეყრება ჩემი ფურცლები, შედუღებული ცრემლების კირით. დაბურულს, დახშულს და გადარეულს. ბნელი ქარებით წაქცეულ კანდელს და ბაღებს უკან სახლს გადანგრეულს. სამარის ქვაზე არც ერთ სიტყვა, ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს, ვინც გულს ჩასტირა და ჩაისეტყვა. ჩუმად ვიტირებ, ჭირიმე შენი. წარმავლობას შენ რას დაეძებ, ღმერთო, ბავშვობა როგორა გშვენის! |
ლექსები მამაზე • • • ![]() |