მწერ, თითქოს მოტყდი, თითქოს ბერდები, თითქოს ქვეყანა უნდა დატოვო... არა და არა, არ მემეტები, ო, ღმერთმა, ნუ ქნას, მამავ ბატონო.
სოფელში როგორ გავძლო მარტომო... რამ შეგაშფოთა, რა დროს ეგ არის, ო, ღმერთმა, ნუ ქნას, მამავ ბატონო.
ასი ათასჯერ თუნდაც დათოვოს... შე კაი კაცო, რა გედარდება, არ გეკადრება, მამავ ბატონო.
ბრძოლაში სიკვდილს დასდევდი, რიხით გივლია ბრძოლის ქარშიაც... ჰოდა, ჭაღარა რაა ასეთი, როცა ტყვიებთან გითამაშია.
ეს თეთრი ფერის არის ალერსი, შენ კი რად ამბობ: “ბერიკაცი ვარ”, რამ ჩაგიყენა შიში თვალებში.
ვინ შეარიგა ასეთ სევდასთან? წაღმა ტრიალებს ბედის ბორბალი, კვლავაც იბრუნებს... ჰაი, დედასა!
და სასიცოცხლოდ გვიწვევს, გვახელებს, ისე, იმგვარად გაიზაფხულა, მამავ ბატონო, ამ მთებს გახედე.
დრო საზეიმო და აყვავების... ჰოდა, ჩამოვალ და შენს ჭაღარას როგორც სიწმინდეს ვეთაყვანები.
თითქოს ბერდები, თითქოს ქვეყანა უნდა დატოვო... არა და არა, არ მემეტები, ო, ღმერთმა, ნუ ქნას, მამავ, ბატონო! |
ლექსები მამაზე • • • ![]() |