ათოვს მამის საფლავს,
ათოვს მატოდმარტოს.
არც არაფერს ითხოვს და
არც არაფერს ნატრობს.
უიოლებს ზამთარს,
ჩიტუნია ართობს.
თეთრად, მამის საფლავს,
ათოვს... ათოვს.... ათოვს...