შენი პროფილით დავდივარ, მოთმინება მაქვს შენი, შენი სევდა და დარდი ვარ, დარდსაც შენსავით ვშვენი.
თუ მეღიმება, მაშინ, ო, რა უაზროდ მიაფრენს წლებს წუთისოფლის რაში.
შენსავით ვწურავ ღვინოს, გლახაკს შესაწირს ვჩუქნი და... მან მაინც იღიღინოს.
გვერდს გილამაზებს დედა, შეგცქერით სიყვარულით და შენში ჩემს სახეს ვხედავ.
ტანს სიხარულის კაბა, ჟამი მწუხარე გაცლისა ჩემს ფერხთით თვალებს ნაბავს.
შენს ნაფუძარზე ვდგავარ, შენი ამაყი დარდი ვარ, არ ვიმჩნევ, აქაც გგავარ... |