ისმოდა მხოლოდ - „ღმერთო მოჰმადლე“ და ცრემლიანი იჯდა ლოგინთან ჩემი და... როცა თეთრი ხომალდით, მამისთვის ბოლო თოვლი მოვიდა.
გარეთ ბრწყინავდა ბროლის ლაშქარი და გული მწყდება, მამი, იმ ღამით, - სიკვდილს თოვლში რომ ვერ შეასწარი.
როცა რიჟრაჟმაც თოვლი აისხა მამის ოთახში აღარ ისმოდა აღარც ლოცვა და აღარც მამის ხმა.
და ირწეოდა თოვლი სავსებით, თუმც ყოველ ღამე ვხსნიდი ფანჯრებს და შენს ოთახს, მამი, მთვარით ვავსებდი.
და ცრემლიანი იჯდა ლოგინთან ჩემი და... როცა თეთრი ხომალდით, მამისთვის ბოლო თოვლი მოვიდა. |