კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 00:04

 

 

 

... და სწუხდა მამა: ეს იყო შვილი, მამის კი არა - დედის გენებით!

ზრდიდა ალერსით.

ზრდიდა მათრახით.

ზრდიდა ფერებით.

ზრდიდა გინებით!

და ასწავლიდა, სად, რანაირად და რატომ უნდა შოვნა იარებს:

„ბრიყვო! მთაწმინდას რას დაინახავ, თუ წიწამური არ გაიარე!”

... და არა მარტო დედის გენები - შვილს დარჩა მამის „სუპერ-ფილიპსი”,

შვილს დარჩა მამა, როგორც წარსული...

შვილს დარჩა მთვარე...

ღამე...

თბილისი...

და მუდამ, როცა ღიმილიანი ფიქრობს, რომ ქვეყნად ყოფნა მართლა ღირს -

სულ ენატრება...

სულ ენატრება...

რად ენატრება მამის მათრახი...

 

ლექსები მამაზე  • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ